ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიშელ ობამა საარჩევნო მარათონში ჩაება


მიშელ ობამა საარჩევნო მარათონში ჩაება
მიშელ ობამა საარჩევნო მარათონში ჩაება

რაც უფრო ახლოვდება შუალედური არჩევნები შეერთებულ შტატებში, მით უფრო გააქტიურდა პრეზიდენეტის მეუღლის, მიშელ ობამას როლი. წარმომადგენელთა პალატაში დემაკრატიული პარტიის ადგილების შენარჩუნების მიზნით ის მასშტაბურ საარჩვენო კამპანიას ეწევა.

მიუხედავად იმისა რომ თეთრი სახლი და დემოკრატები გამხნევებულები არიან წინასაარჩევნო მარათონში სხვაობის შემცირებით, წარმომადგენელთა პალატაში კონტროლის დაკარგვა მაინც სავსებით რეალურია.

საზოგადოებრივი აზრის კვლევითი ცენტრის, როიტერ-იპსოს მონაცემებით ამერიკელები უპირატესობას რესპუბლიკელებს ანიჭებენ და ეს შეფარდება დაახლებით 48 % 44-ზეა. ამ მონაცემებზე დაყრდნობით რესპუბლიკელებს კონგრესში კონტროლის მოპოვება არ გაუჭირდებათ. რაც შეეხება სენატის არჩევენბს აქ შეიმჩნევა მცირე პოზიტიური ცვლილება დემაკრატების სასარგებლოდ. რაც სენატში რესპუბლეკელთა დომინირებას შეუშლის ხელს. თუმცა პრეზიდენტ ობამას მიმართ უკმაყოფილება ამერიკის მასშტაბით ასევე იზრდება. ძირითადად მოსახლეობას აშფოთებს ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, რომელთანაც გამკლავება პრეზიდენტს არ ძალუძს. ასევე უმუშევრობაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომელმაც უკვე 9 მთელ 6 მეათედ პროცენტს მიაღწია.

- ხშირად მახსენდება ინაუგურაციის დღეს არსებული განწყობა. როგორი აღმაფრენა, ენერგია, იმედი იყო ხალხში, ყველა ეს ემოცია გამოწვეული იყო იმით, რომ ჩვენ გაგვიჩნდა შანსი შეგვეტანა ცვლელება ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. განაცხადა მიშელ ობამამ.

დემაკრატი სენატორი ვისკონსინიდან რას ფაინგოლდი დარწმუნებულია, რომ ის რესპუბლიკელ კანდიდატს და ბიზნესმენს რონ ჯონსონს უსწრებს. თუმცა რამდენიმე კვლევა საპირისპიროს უჩვენებს.

- ამ მომენტიდან მე აღარ ჩამოვრჩები ჩემს მეტოქეს. თამამად შემიძლია ვქვა, რომ რონ ჯონსონს ვუსწრებ კიდეც. აცხადებს ფაინგოლდი, რომელსაც მხარი თავად ქვეყნის პირვლმა ლედიმ მიშელ ობამამ დაუჭირა. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ მსგავსი დახმარება , მისი გამოჩენა საარჩევნო კამპანიაში დადებითი შედეგების მომტანია. ამის შემდეგ მიშელ ობამა მშობლიურ ჩიკაგოსაც ეწვია. აქ პრეზიდენტის მომხრე დემოკრატი ალექსი გიანოლიასი სენატში პრეზიდენტ ობამას ადგილისთვის იბრძვის.

- პრეზიდენტს ისეთი ხალხი სჭირდება გვერდით, როგორიცაა ბატონი გიანოლიასი, ამისათვის კი თქვენი , ამომრჩველის დახმარება აუცილებელია. განაცხადა მიშელ ობამამ. ხუთშაბათს პირველი ლედი კოლორადოში ჩავიდა. მოგზაურობა შტატიდან შტატში კი კვირას ოჰაიოში დემოკრატთა ყრილობით დაგვირგვინდება. სადაც მიშელი თავის მეუღლეს ბარაკ ობამას შეხვდება, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ეს მათი პირველი ერთობლივი საარჩევნო გამოსვლა იქნება. თეთრი სახლი მიშელ ობამას წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვას მნიშვნელოვანს უწოდებს, თუმცა აქვე რესპუბლიკელებთან ყოველდღიურ ღრმა პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობას ის არ აპირებს. თეთრი სახლის პრეს მდივნის რობერტ გიბსის განცხადებით, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მიშელ ობამა ამომრჩევლებს თავის ცხოვრებისეულ ისტორიას გაუზიარებს და მათ წინაშე არსებულ შესაძლებლობებზე ილაპარაკებს.მიშელ ობამა თავის თავს იმ ამერიკელ ოჯახებთან აიგივებს, რომლებიც ზრუნავენ შვილებზე და მათი ბედნიერება სურთ.

- პოლიტიკას პირადად დედის გადმოსახედიდან ვუყურებ , როდესაც ვფიქრობ იმ პრობლემებზე, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას, მე უმალვე ჩემს შვილებს ვუკავშირებ, რას ნიშნავს ეს ჩემი შვილების მომავლისთვის. ვფიქრობ იმაზე თუ რა მემკვიდრეობას ვუტოვებთ მომავალ თაობას.

წინასაარჩევნო გამოსვლებში ის ხშირად აჟღერებს მეუღლის გამონათქვამებსაც. რომელსაც არაერთხელ გაუმეორებია, რომ მიუხედავად რეცესიის დასაძლევად გადადგმული მკვეთრი ნაბიჯებისა ეკონომიკური გაჯანსაღება ძალზედ შენელებულია. ამასთან შეპირებული ცვლილებებიც ნელი ტემპებით სრულდება. ჯერ კიდევ 2008 წელს მიშელ ობამამ ვისკონსინში გამოსვლისას აღნიშნა რომ საპრეზიდენტო არჩევნები არ ნიშნავს ერთი კაცის თეთრ სახლში მოხვედრას, ეს არის ახალი მოძრაობის დაფუძნება, რომელსაც მრავალი და მრავალი არჩევნები დასჭირდება.

XS
SM
MD
LG