ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინციდენტი მექსიკის პრეზიდენტის ინაუგურაციის დროს


ერთ-ერთმა მომიტინგემ მოლოტოვის კოკტეილი ისროლა, რაზეც საპასუხოდ პოლიციალ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა

ენრიკო პიენა ნიეტო მექსიკის ახალი პრეზიდენტი გახდა. 12 წლიანი პაუზის შემდეგ ხელისუფლების სათავეში, ინსტიტუციონარულ რევოლუციური პარტია დაბრუნდა.

პრეზიდენტის ფიცის დადებას მშვიდ გარემოში არ ჩაუვლია. საპროტესტო აქცია იმართებოდა როგორც კონგრესის შენობის გარეთ, ასევე მის შიგნითაც. მემარცხენე კანონმდებლებს შენობის შიგნით ახალი პრეზიდენტის საწინააღმდეგო ბანერები ეჭირათ ხელში. კონგრესის შენობის გარეთ კი, რომელიც რკინის ბარიკადებით იყო გარშემორტყმული, ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა.

დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაც მოხდა. ერთ-ერთმა მომიტინგემ მოლოტოვის კოკტეილი ისროლა, რაზეც საპასუხოდ პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. დაშავდა დაახლოებით 20 ადამიანი, მათ შორის პოლიციელებიც.
XS
SM
MD
LG