ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სლოგანი „სიკვდილი ხამენეის“ ძალადობრივი მუქარის აკრძალვის წესს არ არღვევს - „მეტას“ საბჭო


„ფესიბუქის“ მშობელი კომპანია „მეტას“ სამეთვალყურეო საბჭომ, გააუქმა კომპანიის გადაწყვეტილება იმ გზავნილების წაშლის შესახებ, რომელიც ირანის ლიდერის გასაკრიტიკებლად, შეიცავს სლოგანს „სიკვდილი ხამენეის“. 9 იანვარს მიღებული გადაწყვეტილებით, „მეტას“ სამეთვალყურეო საბჭო აცხადებს, რომ სლოგანი არ არღვევს კომპანიის წესს, ძალადობრივი მუქარის აკრძალვის თაობაზე.

საბჭო, რომელიც „მეტას“ მიერაა დაფუძნებული, მაგრამ დამოუკიდებლად მუშაობს, აცხადებს, რომ ეს ფრაზა ხშირად გამოყენება, როგორც მოწოდება - „ძირს ხამენეი“. მსგავსი მოოდებები კი მიმართულია ირანის უზანეასი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეისადმი, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით აგორებული საპროტესტი გამოსვლების ძალადობრივ დარბევას ხელმძღვანელობს.

სამეთვალყურეო საბჭო ასევე მოუწოდებს კომპანიას, შეიმუშავოს პოლიტიკა, რომელიც განსაზღვრავს, რა შემთხვევაშია დასაშვები სახელმწიფო მეთაურების მიმართ რიტორიკული მუქარა.

„გზავნილის კონტექსტში, ასევე ირანში არსებულ უფრო ფართო სოციალურ, პოლიტიკურ და ენობრივ გაგებაში, „მარგ ბარ ხამეინი“ უნდა იყოს აღქმული, როგორც „ძირს ხამეინი“. ეს არის რიტორიკული, პოლიტიკური სლოგანი და არა - დამაჯერებელი საფრთხე“ - ნათქვამია "მეტას" საბჭოს მიერ გავრცელებულ წერილობით განცხადებაში.

ირანში მორიგი საპროტესტო ტალღა, გასული წლის სექტემბრის შუა რიცხვებიდან აგორდა მას შემდეგ, რაც მორალის პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ მყოფი 22 წლის მაჰსა ამინი გარდაიცვალა. ქურთი ირანელი ქალი, პოლიციამ „არასათანადო ჩაცმულობის“ ბრალდებით დააკავა.

XS
SM
MD
LG