არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე თეთრი საფლავის ქვების ულევი მწკრივებია. წელს ხსოვნის დღეს აღსანიშნად სასაფლაოზე დაახლოებით ათი ათას ადამიანს ელოდებიან.
ამ დღის ტრადიცია ამერიკის სამოქალაქო ომში დაღუპული ჯარისკაცების დაკრძალვით დაიწყო. დღეს სასაფლაოზე დაახლოებით 330 ადამიანი განისვენებს. ხსოვნის დღეს, როცა ამერიკელები დაცემულ ჯარისკაცებს მოიგონებენ, ქვეყნის პრეზიდენტი ან ვიცე პრეზიდენტი უცნობი ჯარისკაცის საფლავს მიაგებს პატივს.
კატლინ ჰორსტი სასაფლაოს წარმომადგენელია. მისი თქმით:
„ამერიკელებს დიდი სიამაყის გრძნობა გვაქვს, ვამაყობთ ჩვენი ქვეყნით, ჩვენი ღირებულებებით, ჩვენი შეიარაღებული ძალებით და ყველაფერი იმით, რასაც ჩვენმა ჯარმა მიაღწია თავისუფლებისა და იმ ღირებულებების დასაცავად, რომლებიც ასე ძვირფასია ჩვენთვის.“
ერაყსა და ავღანეთში დაღუპული 600 ჯარისკაცი მე-60-ე სექტორშია დაკრძალეული. სასაფლაოს ამ ნაწილს "ამერიკის ყველაზე სევდიან ადგილს" უწოდებენ. ამერიკის გაერთიანებული შტაბების ხელძღვანელი, ადმირალი მაიკ მალენი, ავღანეთში ნატოს ოპერაციის სარდალი გენერალი სტენლი მაკრისტალი და ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი სწორედ ამ ადგილს ეწვივნენ დაღუპული ჯარისკაცებისთვის პატივის მისაგებად. ეს ბატონი კარზაის პირველი ზივიტი იყო.
9 წლის წინ ავღანეთში ომის დაწყების შემდეგ, 1000 ამერიკელი ჯარისკაცია დაღუპული. ამ რაოდენობის ნახევარი ბოლო ორი წლის განმავლობაში დაიღუპა. ანალიტიკოსები ამას ავღანეთსი ჩატარებულ ეროვნულ არჩევნებსა და თალიბი მეამბოხეების გაძლიერებას აბრალებენ. შეიარაღებული ძალების ლიდერები ვარაუდობენ, რომ მომატებული ძალადობა კვლავ გაგრძელდება. Aდმირალი მალენის თქმით:
"მე ვთქვი, რომ ეს მძიმე წელი იქნება. მოგეხსენებათ, ყაყაჩოს სეზონი დამთავრდა და მეამბოხეებმა კვლავ იარაღი აიღეს ხელში. ის, რომ ძალადობის დონემ მოიმატა მე არ მაკვირვებს, რადგანაც ახლა წელიწადის სწორედ ეგ დროა."
გენერალმა მაკრისტალმა არლინგტონის სასფლაოზე დაკრძალული იმ ჯარისკაცების საფლავები მოინახულა, რომლებიც მასთან მუშაობდნენ. მისი თქმით, "ხალხზე და ლიდერებზე თითოეული მსხვერპლი მოქმედებს, მაგრამ ყველაზე მეტად ეს ოჯახებზე - ბავშვებზე, მშობლებზე და მეუღლეებზე მოქმედებს."
ავღანეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი აბდულა აბდულა ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთი კანდიდატი იყო. მისი თქმით, ავღანეთიდან გამოსვლისთვის ავღანელი ხალხის ნდობის მოპოვება და გამოსვლის სტრატეგიის გამოცხადება უმნიშვნელოვანესი ფაქტორები იქნება.
ბატონი აბდულას თქმით: "მხარდაჭერა ჯერ კიდევ არსებობს, მაგრამ ხალხს აინტერესებს რამდენი ხანი უნდა გაგრძელდეს ეს მხარდაჭერა და რა იქნება მისი შედეგი."
ამერიკაში შეხედულება იმის შესახებ, რომ თუ არ მოხდა ამ პირობების დაკმაყოფილება მე-60-ე სექტორს ადგილის დამატება დასჭირდება უფრო მეტი ჭირისუფლების დასატევად, ამერიკაში საგრძნობლად მატულობს.