ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მედვედევის ყირიმში ვიზიტი


მედვედევი სიმფეროპოლში გამართულ შეხვედრაზე
მედვედევი სიმფეროპოლში გამართულ შეხვედრაზე

რუსეთის პრემიერ-მინისტრი ყირიმში ანექსიიდან სულ რამდენიმე დღეში ჩავიდა. კიევში უკრაინის მთავრობამ ვიზიტი გააპროტესტა

დმიტრი მედვედევი ყირიმში იმყოფებოდა. რუსეთის პრემიერ-მინისტრი წარმომადგენლობით დელეგაციას ხელმძღვანელობდა, რომელიც იქ ნახევარკუნძულის განვითარების შესახებ ოფიციალური შეხვედრების გამართვის მიზნით ჩავიდა. ყირიმის ანექსიის შემდეგ ეს ნახევარკუნძულზე რუსეთის ოფიციალურ პირთა ყველაზე მაღალი დონის ვიზიტია. მოსკოვი ცდილობს საკუთარი ქმედება რუსულენოვანი მოსახლეობის უკრაინელი ნაციონალისტებისგან დაცვის აუცილებლობით გაამართლოს.

ყირიმში სახელდახელო რეფერენდუმის ჩატარებამ, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიამ და შემდეგ უკრაინის საზღვართან სამხედრო ძალების თავმოყრამ მთელ მსოფლიოში დიდი შეშფოთება გამოიწვია. ევროპაში და შეერთებულ შტატებში იმის შიშიც კი გაჩნდა, რომ მსოფლიოს უსაფრთხოებაში ცივი ომის დროინდელი პერიოდი ბრუნდება.
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:54 0:00
ბმული

ორშაბათს რუსეთის არმიის გარკვეულმა ნაწილმა უკრაინის საზღვრებიდან უკან, სიღრმისკენ დაიხია. თუმცა, საუბარი მხოლოდ მცირე საჯარისო ნაწილზეა და ამიტომ, უკრაინის მთავრობა ისევ საგანგებო რეჟიმში მუშაობს. მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრე ტურჩინოვმა კიევთან განლაგებულ ეროვნულ გვარდიას მიმართა.

პრეზიდენტი მათ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისთვის მნიშვნელოვან სუბსიდირებას დაპირდა. თუკი ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, მაშინ უკრაინისთვის ნებისმიერი სახის გარეშე დახმარება აზრს კარგავს - განაცხადა პრეზიდენტმა, რათა უკრაინამ ძლიერი არმიით და ეროვნული გვარდიით ნებისმიერი სახის აგრესიას საკადრისად უპასუხოს.

უკრაინას გაერთიანებული ერების ორგანიზაციაც მხარში უდგას. პარასკევს გაეროში გამართულ კენჭისყრაზე 100-ით 11-ის წინააღმდეგ ყირიმში ჩატარებული რეფერენდუმი უკანონოდ ცნეს და შესაბამისი რეზოლუციაც გამოიტანეს.

ყირიმში ჩასული დმიტრი მედვედევი ყირიმელებს საგანგებო ეკონომიკური ზონის შექმნას პირდება, რომელიც ნახევარკუნძულზე ბიზნესის განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას უზრუნველყოფს. სიმფეროპოლში სიტყვით გამოსვლისას მან ყირიმელებს განუცხადა, რომ რუსეთის მმართველობით ნახევარკუნძული მოგებული დარჩება. ამისთვის რუსეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, დაწესდება მოგების დაბალი გადასახადი და გამარტივდება რეგულაციები. მედვედევი ყირიმის მოსახლეობას პენსიების და ხელფასების გაზრდის პირობასაც აძლევს. ყირიმის მოსახლეობის დიდ ნაწილს, თითქმის მესამედს, პენსიონრები შეადგენენ. მათი უმრავლესობა რუსეთის ანექსიის მომხრეა.

უკრაინის მოქმედმა საგარეო საქმეთა მინისტრმა დაგმო რუსეთის პრემიერის ყირიმში ვიზიტი და მას საერთაშორისო ნორმების „უხეში დარღვევა“ უწოდა. თავად ყირიმში მცხოვრებმა თათრებმა, ნახევარკუნძულის უდიდესმა უმრავლესობამ, შაბათს განაცხადა, რომ რეგიონში ავტონომიის მოპოვებისთვის იბრძოლებს. ყირიმელი თათრები რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას თავიდანვე აპროტესტებდნენ.
XS
SM
MD
LG