ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინს ტერეზა მეიმ უთხრა, შეწყვიტოს უპასუხისმგებლო ქცევა


დღეს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა თავის რუს კოლეგას მოუწოდა, დაასრულოს უპასუხისმგებლო აქტივობა. ტერეზა მეიმ ვლადიმირ პუტინს უთხრა, რომ რუსეთმა უნდა შეწყვიტოს "უპასუხისმგებლო და მადესტაბილიზებელი აქტივობა", რათა ორ ქვეყანას შორის ნორმალური ურთიერთობა აღდგეს.

ორი ქვეყნის ლიდერი ერთმანეთს პირისპირ დიდი ოცეულის სამიტზე შეხვდა, რომელიც იაპონიის ქალაქ ოსაკაში მიმდინარეობს.

პრემიერმა მეიმ ასევე შეახსენა რუსეთის პრეზიდენტს, რომ მისი სახელმწიფოა პასუხისმგებელი ბრიტანეთში, სერგეი სკრიპალზე მომხდარ თავდასხმაში, რომელსაც ბრიტანეთის მოქალაქე შეეწირა. ლონდონი მომხდარ ფაქტში რუსეთის ორ მოქალაქეს სდებს ბრალს. ბრიტანეთის პრემიერის ოფისის განცხადებით, ტერეზა მეიმ პუტინს მათი პასუხისმგებლობაში გადაცემაც მოსთხოვა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG