ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი ჩინეთს მეტი ტარიფით ემუქრება


ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თუკი ამ კვირის ბოლოს ჩინელ კოლეგასთან შეხვედრისას სავაჭრო საკითხებზე შეთანხმებას ვერ მიაღწევს, ჩინეთს კიდევ უფრო მეტ ტარიფს დაუწესებს.

ტრამპმა ტელეკომპანია "ფოქსის" ბიზნეს ქსელისთვის მიცემულ ინტერვიუში ოთხშაბათს თქვა, რომ ის დააწესებდა "ძალიან მნიშვნელოვან დამატებით ტარიფებს" აღმოსავლეთ აზიურ სახელმწიფოზე, "თუკი შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდება".

ორი ქვეყნის ლიდერები ამ კვირის ბოლოს "დიდი ოცეულის" სამიტზე შეხვდებიან ერთმანეთს. სამიტი ოსაკაში, იაპონიაში გაიმართება. ეს მათი პირველი შეხვედრა იქნება პირისპირ მას შემდეგ, რაც მაისში მოლაპარაკებები ჩაიშალა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG