ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მანჩესტერის ტერაქტიდან 2 წელი გავიდა


მანჩესტერის არენაზე მომხდარი ტერაქტიდან ორი წელი გავიდა. წელსაც, როგორც შარშან, მანჩესტერში ზარებს დარეკენ გარდაცვლილთა მოსაგონრად. დღეს, ბრიტანეთი პატივს მიაგებს დაღუპულებსა და დაშავებულებს, მათ, ვინც თვითმკვლელი ტერორისტის ბომბს ემსხვერპლა. მაშინ 23 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 139 დაშავდა, მათგან ნახევარზე მეტი ბავშვი იყო.

გადარჩენილები და დაღუპულთა ნათესავები ამბობენ, რომ მათთვის წარმოუდგენელია მომხდარის დავიწყება. დაშავებულთა ნაწილი კი ჯერ ისევ ფიზიკურ იარებს იშუშებს.

ასობით ადამიანს, ვინც მაშინ ამერიკელი მომღერლის, არიანა გრანდეს კონცერტზე იყო მისული, ჯერ კიდევ ფსიქოლოგიური ტრავმა აქვს.

დაღუპულთა შორის იყოს 8 წლის საფი რუსოსი. მისი მშობლები ამბობენ, რომ მათთვის დრო მაშინ შეჩერდა, როდესაც 22 წლის სალმან რამადან აბედიმ ხელნაკეთი ბომბით თავი აიფეთქა. „მგონია, რომ 2017-ში დავრჩით“, ამბობს გოგონას მამა. მათთვის დრო არაფერს ცვლის.

მანჩესტერის ქალაქის საბჭოს ლიდერმა რიჩარდ ლიისმა წლისთავის აღსანიშნავად თქვა: „ ჩვენ არასდროს დაგვავიწყდება 22 მაისის საშინელი მოვლენები. ასევე არ დავივიწყებთ იმ ერთიანობას და სიყვარულს, რასაც ხალხი გამოხატავდა. გარდაცვლილები და მათი საყვარელი ადამიანები, ფიზიკურად თუ მორალურად დაშავებულები, ყველა სამუდამოდ ჩვენს გულებში დარჩება“.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG