ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლ მანაფორტს სასჯელი 7 წლამდე გაუზარდეს


დღეს ვაშინგტონში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილი თავმჯდომარის, პოლ მანაფორტის მეორე სასამართლო პროცესი გაიმართა. მას ბრალი შეთქმულების ორ დანაშაულში დაუმტკიცდა, რომელიც უკრაინაში პრორუსი პოლიტიკოსის ლობიზმის დამალვის ფაქტს ეხება. მანაფორტმა ბრალი აღიარა და მას 3.5 წელი მიუსაჯეს.

გასულ კვირას ვირჯინიის ფედერალურ სასამართლოში მანაფორტს 47-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ის აპრილში 70 წლის ხდება. მანაფორტი ჯამში თითქმის 7 წელს მოიხდის.

მომავალ კვირას სავარაუდოდ რიკ გეიტსის პროცესი დაიწყება, ტრამპის კამპანიის კიდევ ერთი წამყვანი ფიგურის. გეიტსმაც უკვე აღიარა ბრალი გაყალბებაში და გამომძიებლებისთვის ცრუ ჩვენებების მიცემაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG