ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლ მანაფორტს განაჩენს გამოუტანენ


პოლ მანაფორტს, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის მენეჯერი იყო, დღეს ფედერალური სასამართლო საგადასახადო და საბანკო გაყალბებისთვის განაჩენს გამოუტანს.

მოსამართლემ, შესაძლოა მანაფორტი 19-დან 14 წლით ციხეში გაუშვას. პოლ მანაფორტი 1 აპრილს 70 წლის ხდება და ასეთმა გადაწყვეტილებამ მას შესაძლოა დარჩენილი სიცოცხლე ციხეში გაატარებინოს.

ადვოკატები უფრო მსუბუქ სასჯელს უწევდნენ რეკომენდაციას, რომელშიც საუბარია მანაფორტის ჯანდაცვის პრობლემებზე და მისი რეპუტაციისთვის დამაზიანებელ მიმდინარე გამოძიებაზე. პროკურორები ამ არგუმენტს სასჯელის შესატყვისობით აბათილებდნენ და დასძენდნენ, რომ მანაფორტმა ფულადი ჯარიმაც, 50 000-დან 24 მილიონამდე დოლარი უნდა გადაიხადოს იმ შემოსავლების დამალვისთის, რომელიც მან უკრაინის ლობისტად მუშაობის დროს გამოიმუშავა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG