ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პროცესი გარდაცვალების შემდეგ


საერთაშორისო საზოგადოება მაგნიტსკის სასამართლოს მოლოდინში

რუსეთში გარდაცვლილი ადვოკატის სერგეი მაგნიტსკის საქმეზე სასამართლო პროცესი გრძელდება. მაგნიტსკი ციხეში სამი წლის წინ დაიღუპა. სასამართლოს დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ჯესიკა გოლოჰერი არკვევდა.

მოსკოვის სასამართლოს განცხადებით, სერგეი მაგნიტსკის საქმეზე წინსვლა შეინიშნება. რუსი ადვოკატი 2009 წელს გარდაიცვალა. მაგნიტსკის ოჯახის წევრები და ადვოკატები აცხადებენ, რომ სასამართლო პოლიტიკურად მოტივირებულია და სტალინის ეპოქის სასამართლოს წააგავს.

სერგეი მაგნიტსკი მოსკოვში უმსხვილეს დასავლურ კომპანიაში „Hermitage Capital Management“-ში იურისტად მუშაობდა. მან განაცხადა, რომ მსხვილმასშტაბიანი კორუფციის სქემა გაშიფრა, სადაც ორგანიზებულ დანაშაულში შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები მონაწილეობდნენ. დამალული გადასახადების საერთო თანხამ 230 მილიონი დოლარი შეადგინა.

მოგვიანებით მაგნიტსკი იმავე ოფიციალურმა პირებმა კორუფციის ბრალდებით დააპატიმრეს. ის ციხეში სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მანამდე იჯდა, ვიდრე პანკრიასით არ გარდაიცვალა. მაგნიტსკი 37 წლის იყო. მისმა ადვოკატებმა ტვერსკოის სასამართლოს მოსმენებს ბოიკოტი გამოუცხადეს, თუმცა სახელმწიფომ თავისი სახაზინო ადვოკატი დანიშნა, რომელიც გარდაცვლილ მაგნიტსკის დაიცავს.
იურისტი ალექსანდერ მოლოხოვის თქმით, მაგნიტსკის მეგობრებმა თხოვეს დაერწმუნებინა სასამართლო, რომ მაგნიტსკის ადვოკატად ის დაენიშნათ. თუმცა სასამართლომ მისი თხოვნა არ დააკმაყოფილა.

მოლოხოვი ამბობს, რომ სასამართლოს უარს აუცილებლად გაასაჩივრებს. მისი თქმით ეს არის მაგნიტსკის კონსტიტუციური უფლების დარღვევა.
გარდაცვლილი იურისტის ოჯახმა უკვე 25 საქმე გაამზადა, რის გასაჩივრებასაც სააპელაციო სასამართლოში აპირებს.

მოლოხოვის განცხადებით, აღნიშნული საქმე აბსურდულია და ამით რუსეთი შუა საუკუნეების ხანაში ბრუნდება. მისი თქმით, მაგნიტსკის უდანაშაულობა აუცილებლად უნდა დამტკიცდეს. სასამართლო პროცესი 11 მარტს იწყება. რუსეთის ისტორიაში პირველად ხდება როდესაც ადამიანს სიკვდილის შემდეგ ასამართლებენ.

ახალი კანონი ამის შესახებ 2011 წელს მიიღეს. მაგნიტსკის საქმემ საერთაშორისო მასშტაბი შეიძინა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსეთის ხელისუფლებამ მისი სიკვდილის ამბავი სათანადოდ არ გამოიძია და პასუხისგებაში არავინ მისცა. ციხის ექიმი დმიტრი კრატოვი დამნაშავედ არ ცნეს. არადა, როგორც რუსეთის ადამიანის უფლებათა საბჭოს გამოძიებამ დაადგინა მაგნიტსკის სიკვდილი სწორედ მკურნალობაზე უარის თქმამ გამოიწვია. შეერთებული შტატების კანონმდებლებმა ე.წ. მაგნიტსკის აქტი მიიღეს, რომლის მიხედვითაც ამერიკაში შესვლა ეკრძალებათ იმ რუს ჩინოსნებს, ვინც ადამიანის უფლების დარღვევაშია მხილებული. ვაშინგტონის საპასუხოდ, რუსმა კანონმდებლებმა, ამერიკაში რუსი ბავშვების გაშვილება აკრძალეს.
XS
SM
MD
LG