ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბიაში ეჭვმიტანილები დააკავეს


Mideast Yemen

გამოძიების დეტალებს ლიბიის ხელისუფლება არ ახმაურებს

ლიბიის ხელისუფლებამ ამერიკის ელჩის მკვლელობაში რამდენიმე ეჭვმიტანილი დააკავა.

ლიბიაში ანტი-ამერიკული დემონსტრაცია ისლამის შეურაცხმყოფელი ფილმის გამო დაიწყო და ძალადობაში გადაიზარდა. სწორედ საკონსულოზე თავდასხმის მომენტში დაიღუპა ელჩი კრის სტივენსი. ანტი-ამერიკულმა საპროტესტო აქციებმა ახლო აღმოსავლეთის და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები მოიცვა.

ლიბიის ძალოვანების განცხადებით, მიმდინარეობს მტკიცებულებების შეგროვება სამშაბათს მომხდარი თავდასხმის ირგვლივ. ელჩთან ერთად თავდამსხმელებმა საელჩოს კიდევ 3 დიპლომატი მოკლეს. გამოძიების დეტალებს ლიბიის ხელისუფლება არ ახმაურებს.
XS
SM
MD
LG