ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა: ამერიკას ტერორი ვერ შეაშინებს


obama clinton
obama clinton

ბენღაზიში ამერიკის საკონსულოზე თავდასხმა პრეზიდენტმა ობამამ აუტანელ ძალადობად შეაფასა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ შეერთებული შტატები და ლიბიის მთავრობა ერთმანეთთან თანამშრომლობენ, რათა სამშაბათს ამერიკის საკონსულოზე განხორციელებულ შეტევაზე პასუხისმგებელი პირები მართლმსაჯულებას გადასცენ.

ბენღაზიში მომხდარმა ფაქტმა პრეზიდენტი ობამა შოკში ჩააგდო. მან საკონსულოზე თავდასხმა აუტანელ ძალადობად შეაფასა და პასუხისმგებელ პირთა ვინაობის დადგენა მოითხოვა:

„ლიბიის მთავრობასთან ერთად პასუხს ვაგებინებთ იმ ადამიანებს, ვინც ჩვენი ხალხი მოკლა. დღემდე შეერთებული შტატები არის და რჩება ქვეყნად, რომელიც რწმენას და რელიგიას უდიდეს პატივს სცემს. ჩვენთვის მიუღებულია განსხვავებული რელიგიის შეურაცხყოფა. თუმცა ის, რაც ბენღაზიში მოხდა ყოვლად გაუმართლებელია.“

სავარაუდოდ, ლიბიაში ამერიკის საკონსულოზე თავდასხმა ალ ყაიდასთან დაკავშირებულმა დაჯგუფებამ მოაწყო. მიზეზად კი ინტერნეტში გავრცელებული ვიდეო დაასახელა, რომლის ამერიკელი ავტორიც მათი აზრით, მუსლიმებს და მუჰამედს შეურაცხყოფს.

სახელმწიფო დეპარტმანეტში ჰილარი კლინტონმა ლიბიაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შემდეგი განცხადება გააკეთა:

„ჩემს თავს გამუდმებით ვეკითხები, ეს როგორ უნდა მომხდარიყო? თანაც ეს მოხდა ქვეყნაში, რომელსაც ამერიკა განმათავისუფლებელ მოძრაობაში დაეხმარა და დაღუპვისგან იხსნა. ამ შეკითხვაში მოჩანს, თუ რა რთულ და დაძაბულ დროში გვიწევს ცხოვრება.“

2012 წლის დასაწყისში, ელჩი კრის სტივენსი ლიბიის მიმართ ოპტიმისტურად იყო განწყობილი და ქვეყნის განვითარების სჯეროდა:

„მსურს, ლიბია არაბული გაზაფხულის ყველაზე წარმატებულ ქვეყნად იქცეს. ქვეყანა ახალ პოლიტიკურ ფაზაში შევიდა და თუ ამ კურსს შეინარჩუნებს, ყველაფერი კარგად იქნება.“

პრეზიდენტ ობამას განცხადებით, ელჩი კრის სტივენსი თავისუფლებისა და ღირსებისთვის ბრძოლაში დაეცა:

„ჩვენს ქვეყანას ტერორი ვერ შეაშინებს. ვერაფერი შეგვიცვლის იმ ფასეულობებს, რასაც ამერიკელი ხალხი პატივს სცემს. დღეს ჩვენ იმ ამერიკელებს ვგლოვობთ, ვინც ამერიკის სახეს წარმოადგენდა.“

პრეზიდენტმა ობამამ და სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა სახელმწიფო დეპარტმანეტში იმ თანამშრომლებს მიუსამძიმრეს, ვინც დაღუპულებთან წლების განმავლობაში ურთიერთობდა.

ჰილარი კლინტონის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა გლოვის წუთებშიც უნდა შეინარჩუნოს საღი აზრი და ახსოვდეს, რომ თავისუფალი და სტაბილური ლიბია მის ინტერესსაც წარმოადგენს. ბენღაზიში მომხდარმა ტრაგედიამ მომავალში ახალი მსხვერპლი აღარ უნდა წარმოშვას.
XS
SM
MD
LG