ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ელჩზე თავდასხმა დაგეგმილი იყო


Benghazi, Libya

ლიბიაში სარაკეტო თავდასხმას აშშ-ის ელჩის და სამი თანამშრომლის სიცოცხლე ემსხვერპლა

შეერთებული შტატების განცხადებით, ლიბიაში ამერიკის საელჩოს შენობაზე თავდასხმა, რომლის დროსაც წამყვანი დიპლომატი და საელჩოს სამი თანამშრომელი დაიღუპა, სავარაუდოდ, დაგეგმილი აქტი იყო. ნაკლებად რეალურია, რომ მკვლელობა ანტი-ამერიკული განწყობის გამო სპონტანურად მომხდარიყო.

სამშაბათს, ქალაქ ბენღაზიში, აშშ-ის საკონსულოზე განხორციელებული შეტევა, სავარაუდოდ, წინასწარ კოორდინირებული და კომპლექსური ოპერაციის ნაწილი იყო.

თუმცა, შეერთებული შტატების ზოგიერთი ოფიციალური პირის განცხადებით, ნაადრევია ლაპარაკი კონკრეტულ ეჭვმიტანილებსა და ოპერაციის დაგეგმვაზე.

ლიბიის მთავრობის განცხადებით, საელჩოზე შეტევის დროს, ელჩის და საელჩოს თანამშრომლების ევაკუაცია მოხდა და ისინი მეზობელ უსაფრთხო შენობაში გადაიყვანეს. ამ შენობაზე სარაკეტო თავდასხმა რამდენიმე საათის შემდეგ განხორციელდა, რის შედეგადაც ამერიკის ელჩი და სამი თანამშრომელი დაიღუპა. შემთხვევის ეს დეტალები ჯერ არ დაუდასტურებია ამერიკის მთავრობას.
XS
SM
MD
LG