ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მეკობრეებმა ბრიტანელი წყვილი გაათავისუფლეს


მეკობრეებმა ბრიტანელი წყვილი გაათავისუფლეს
მეკობრეებმა ბრიტანელი წყვილი გაათავისუფლეს

სომალელი მეკობრეების მიერ გატაცებული რეიჩელ და პოლ ჩანდლერები 13 თვიანი პატიმრობის შემდეგ შინ დაბრუნდნენ.

გამტაცებლებმა ისინი ორი დღით ადრე გაათავისუფლეს.

გათავისუფლების შემდეგ, პოლ ჩანდლერმა შეიტყო, რომ მისი მამა მისი ტყვეობისას გარდაიცვალა. მიუხედავად ტრაგედიისა, პოლმაც და რეიჩელმაც გათავისუფლებისას არნახული შვება იგრძნეს.

ნაირობიში, დიდ ბრიტანეთში გამოფრენამდე ადრე, ჩანდლერები სიხარულს ვერ მალავდნენ ერთად ყოფნისა და სამშობლოში დაბრუნების გამო. როგორც ორივემ განაცხადა, გამტაცებლები მათ ცემდნენ და იზოლაციაში ყოფნას აიძულებდნენ.

მეკობრეობის თემაზე ბრიტანელი ექსპერტი როჯერ მიდლეტონი ხშირად აქვეყნებს პუბლიკაციებს. მისი ითქმით, ბრიტანელების გამოცდილება სომალიში აუტანელი იყო.

„ჩანდლერების შემთხვევა მეკობრეების მიერ ყველაზე ხანგრძლივი გატაცების ინციდენტია. მათთვის განსაკუთრებით რთული იყო ტყვეობა. წყყვილს ხშირად ბოროტმოქმდები ცალკე აიძულებდნენ ყოფნას. მათ არ ქონდათ არც ის მხარდაჭერა, რომელიც ხშირად მსგავს შემთხვევებში ხომალდის ეკიპაჟის სხვა წევრების მხრიდან მოდის ხოლმე-15ტ-20 ადამიანს შორის.“

შეგახსენებთ, რომ მეკობრეებმა ჩანდლერები 13 თვის წინ, სეიშელის კუნძულების შორიახლოს გაიტაცეს.

თავდაპირველი თანხა, რომელსაც მეკობრეები ითხოვდნენ შვიდ მილიონ დოლარს შეადგენდა. მათ მხოლოდ 750 ათასი დოლარი მიიღეს.

მიდლეტონი ამბობს, რომ მეკობრეობით ბოროტმოქმედები დიდძალ ფულს შოულობენ.

„მეკობრეები ამჟამად მილიონობით დოლარს აკეთებენ ყოველწლიურად. ამდენად მათთვის ეს ბიზნესი ზედმიწევნით სარფიანი საქმეა.“

ამ მომენტში მეკობრეებს 500მდე ტყვე ჰყავთ გატაცებული. ჩანდლერებისთვის ჯოჯოხეთი უკვე დასრულებულია.

XS
SM
MD
LG