მღვდელი მიკ ნგუნდუ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ხანგრძლივ კონფლიქტს გადაურჩა. ასე იქცა ის უმწეოების ადვოკატად და კორუფციის კრიტიკოსად, რომელიც, მისი თქმით, ქვეყნის დემოკრატიის შანსებს წამლავს. ის ყვება, თუ როგორ უმკლავდებიან მის ქვეყანაში ყოველდღიურობას ელექტრო-ენერგიის და სხვა გარეშე.
ფრანგი პენსიონერი ვერონიკ კოკი მღვდელს უსმენს. მას არასდროს დაუდგამს ფეხი აფრიკის კონტინენტზე. მათი გზები, ალბათ, არც არასდროს გადაიკვეთებოდა, რომ არა მზარდი მოძრაობა „ცოხალი ბიბლიოთეკები“.
კვლევის მიხედვით, 47 წევრიან ევროპის საბჭოში ასევე იზრდება უარყოფითი განწყობები არაბების, ბოშების და სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლების მიმართ.
“საშუალება გეძლევა პირდაპირ ესაუბრო შავკანიანებს, არაბებს, ებრაელებს, და ამ საუბრებით ეცნობ ადამიანებს“ ამბობს ნატაშა უაკსმანი, ყოფილი ფრანგი დიპლომატი, რომელმაც ნორმანდიის ერთ პატარა ქალაქში „ცოცხალი ბიბლიოთეკების“ პროგრამა წამოიწყო. მისი თქმით, ეს პროგრამა „ბარიერების და სტერეოტიპების დანგრევას“ ემსახურება.
ადამიანის უფლებების დამცველი ევროპული ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, კონტინენტზე ქსენოფობია და სიძულვილის ენა იზრდება, ამის მიზეზად სახელდება ევროპაში მომხდარი ტერორისტული თავდასხმები და მიგრანტების მასიური ნაკადი.
კვლევის მიხედვით, 47 წევრიან ევროპის საბჭოში ასევე იზრდება უარყოფითი განწყობები არაბების, ბოშების და სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლების მიმართ.
„ვერ ვიტყვით, რომ ცვლილების სურვილი არ არსებობს, მაგრამ ვხედვათ, რომ მეტი ძალისხმევის გაწევაა საჭირო“, - ამბობს რასიზმის და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის იურისტი ზეინაბ უსალ-კანზიერი.
„ცოცხალი ბიბლიოთეკების“ მიზანი არსებული სტერეოტიპების შეცვლა და ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანების გაცნობაა. პროგრამის ლოზუნგია - ნუ განსჯი წიგნს გარეკანის მიხდევით.
"ცოცხალი წიგნები" არიან ადამიანები, ვინც საკუთარ თავზე გამოსცადეს დისკრიმინაცია და შევიწროვება, ვინც საზოგადოებამ გარიყა. ისინი საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებენ - ამბობს თინა მალაჩი, ევროპის საბჭოს ახალგაზრდული ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი. მისი თქმით, მკითხველებს წიგნის მსგავსად შეუძლიათ „ცოცხალი წიგნები“ მათთვის საინტერესო თემის მიხედვით შეარჩიონ და მასზე ესაუბრონ.
პროექტი “ცოცხალი ბიბლიოთეკები” თითქმის 20 წლის წინ დანიურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ დაიწყო, დღეს ის 60-მდე ქვეყანაში მოქმედებს, მათ შორის შეერთებულ შტატებში, ახალ ზელანდიასა და ინდოეთში. 2001 წლიდან მოყოლებული, „ცოცხალი ბიბლიოთეკები“ ყოველწლიურად იმართება.
მღვდელი ნგუნდუ ახლა ნორმანდიაში მსახურობს, ის ამბობს, რომ ამ პროგრამამ მისი ცხოვრება შეცვალა.
„მე ომი გამოვიარე, ამიტომაც შემიძლია იმაზე ვისაუბრო, თუ როგორ უნდა დავასრულოთ ომი“, ამბობს ის.
ყოფილი დიპლომატი უაკსამი კი ამბობს, რომ ნგუდუს მონაყოლი შესავალია პოლიტიკის საკითხებში. მას იმედი აქვს, რომ ამ პროგრამას კონფლიქტების ორივე მხარეს მდგომი ადამიანების დაახლოება შეუძლია.
Facebook Forum