ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიტვის პრემიერი სოციალ-დემოკრატი იქნება


არჩევნებში გამარჯვებული ოპოზიციური პარტიები კოალიციას ქმნიან

საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა ლიტვის ოპოზიციურმა პარტიებმა დღეს მოლაპარაკება მთავრობის ფორმირების შესახებ გამართეს. მემარცხენე სოციალ-დემოკრატები, მშრომელთა პარტია და კანონის და სამართლიანობის პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ ისინი სამპარტიულ კოალიციას აყალიბებენ. პრემიერ-მინისტრი კი სოციალ-დემოკრატიული პარტიის კანდიდატი იქნება.

ოპოზიციურმა პარტიებმა 141 მანდატიდან 78 მოიპოვეს. მეორე ადგილზე 32 მანდატით გავიდა ამჟამინდელი პრემიერის, ანდრიუს კუბილიუსის „სამშობლოს კავშირი“. მისი პოპულარობა ეკონომიკური კრიზისის შემდეგ გატარებული მკაცრი საბიუჯეტო შეკვეცების შემდეგ მკვეთრად დაეცა. ლიტვა ახლაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის, ერთ-ერთ უღარიბეს ქვეყნად ითვლება.
XS
SM
MD
LG