ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მისრატაში გრძელდება ბრძოლები


მისრატაში გრძელდება ბრძოლები

ლიბიის ქალაქ მისრატაში გრძელდება ბრძოლები, როდესაც გაერო ლიბიის მთვარობის მიერ ოპოზიციის წინააღმდეგ უხეში ძალის გამოყენების ფაქტებს განიხილავს.

გუშინ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა შეტაკებები კადაფის ერთგულ ჯარებსა და ოპოზიციის მებრძოლებს შორის.

ოპოზიციის განცხადებით ნატოს საჰაერო დარტყმების შემდეგ კადაფის არტილერიამ მისრატას რაკეტები დაუშინა, ასევე დაიბომბა ქალაქი ზინტანი.

ოთხშაბათს ნატოს საჰაერო ძალებმა კიდევ ერთხელ შეცდომით დაბომბეს ოპოზიციის შეიარაღებული რაზმების პოზიციები მისრატას ფრონტის ხაზზე. ამ დაბომბვას 12 მებრძოლის სიცოცხლე შეეწირა, რამდენიმე დაიჭრა.

ამასობაში გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭომ სამკაციანი დელეგაცია გააგზავნა ლიბიაში, ამ ქვეყნის საავადმყოფოებსა და სატუსაღოებში შექმნილი სიტუაციის შემოწმების მიზნით.

XS
SM
MD
LG