ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბიაში ბრძოლები გრძელდება


ლიბიაში ბრძოლები გრძელდება
ლიბიაში ბრძოლები გრძელდება

დღეს ნატოს კოალიციამ საჰაერო დარტყმა მიიტანა ლიბიის სამხედრო კოლონაზე, რომელსაც გეზი ქალაქ ბრეგას მიმართულებით მეამბოხეთა პოზიციებისკენ ქონდა აღებული. გავრცელებული ინფორმაციით, შეტევის შედეგად ორი ავტომანქანა განადგურდა, თუმცა ჯერ უცნობია მსხვერპლის რაოდენობა. ოპოზიციის მებრძოლები დღეს დილიდან ქალაქ ბრეგას მისადგომებთან იკრიბებოდნენ. გუშინ მეამბოხეებმა ქალაქის უდიდეს ნაწილზე კონტროლი დაამყარეს, თუმცა კადაფის მომხრეთა ხელში კვლავ რჩება ბრეგას ნავთობგადამამუშავებელი საწარმო და პორტი. ამ ობიექტებზე კონტროლის დამყარებით მეამბოხეები კადაფის წინააღმდეგ ბრძოლებში დიდ გარდატახას შეიტანენ. ამავდროულად გრძელდება დიპლომატიური აქტივობა ლიბიის გარშემო. კადაფის მთავრობის წარმომადგენელმა მუსა იბრაჰიმმა განაცხადა, რომ ლიბია გახსნილია პოლიტიკური, საარჩევნო და საკონსტიტუციო რეფორმებისთვის. თუმცა, ეს ყველაფერი კადაფის პირობებში უნდა მოხდეს.

XS
SM
MD
LG