ეს განცხადება აბდულ ჯალილმა ბენღაზიში აფრიკული ქვეყნების კავშირის დელეგაციის წევრებთან მოლაპარაკების შემდეგ გააკეთა. მისი თქმით აი უკვე თვეზე მეტია კადაფი აბსოლუტურ იგნორირებას უხდენს საერთაშორისო რეზოლუციებს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის თაობაზე. როგორც მან ხაზგასმით აღნიშნა მეამბოხეები ან დაიღუპებიან კადაფის წინააღმდეგ ბრძოლაში ან გამარჯვებას მოიპოვებენ. კადაფის ვაჟიშვილმა საიფ ალ ისლამ კადაფიმ სასაცილო უწოდა საუბრებს კადაფის ქვეყნიდან წასვლის შესახებ.
ლიბიის ოპოზიციური ძალების ეროვნული კავშირის თავმჯდომარემ მუსტაფა აბდულ ჯალილმა განაცხადა, რომ აფრიკული ქვეყნების კავშირის ინიციატივა მოძველებულია, რადგანაც იგი არ ითვალისწინებს მეამბოხეების მოთხოვნას, რომლის თანახმად მოამარ კადაფი და მისი ვაჟიშვილები უნდა გადადგნენ და დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ ლიბია.
პოპულარული
1