ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბიის მთავრობაში ცვლილებები იქნება


ლიბიის მთავრობაში ცვლილებები იქნება

ლიბიის დროებითი მთავრობის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ის თავის პოსტს დატოვებს, მას შემდეგ, რაც მუამარ კადაფის მშობლიურ ქალაქს აიღებენ და ეროვნული გარდამავლი საბჭო მისი კაბინეტის გადახალისებას მოახდენს. ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელმა მუსტაფა აბდელ ჯალილმა დღეს ბენღაზიში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საბჭომ მთავრობაში რამდენიმე ცვლილება განახორციელა და ამის შესახებ მალე გახდება ცნობილი. ამავდროულად დროებითმა პრემიერ-მინისტრმა მაჰმუდ ჯაბრილმა განაცხადა, რომ ის თანამდებობაზე მანამდე დარჩება, ვიდრე დროებითი საბჭოს მებრძოლები კადაფის მშობლიურ ქალაქ სირტს არ აიღებენ. ქალაქ სირტთან კი ბრძოლები გრძელდება. ქალაქში გამაგრებული კადაფის მომხრეები დროებითი საბჭოს ძალები უკვე რამდენიმე კვირა ებრძვიან.

XS
SM
MD
LG