ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბიაში საარჩევნო კომისიაზე თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა


საარჩევნო კომისიის შენობა, ტრიპოლი, ლიბია, 2 მაისი, 2018
საარჩევნო კომისიის შენობა, ტრიპოლი, ლიბია, 2 მაისი, 2018

ლიბიის ოფიციალური პირების ინფორმაციით, დედაქალაქ ტრიპოლიში საარჩევნო კომისიის ოფისზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, სულ ცოტა, 12 ადამიანი დაიღუპა

წინასწარი ინფორმაციით, ერთ-ერთმა თავდამსხმელმა შენობაში თავი აიფეთქა, ხოლო დანარჩენები კი შენობაში შეიჭრნენ.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო საკუთარ თავზე.

ლიბიაში პოლიტიკური ქაოსი 2011 წელს მუამარ კადაფის ხელისუფლების დამხობის შემდეგ დაიწყო. ქვეყანას დღეს ორი ერთმანეთის მოწინააღმდეგე მთავრობა მართავს, რომლებსაც საკუთარი შეიარაღებული ძალები ჰყავთ. საერთაშორისო თანამეგობრობა მხოლოდ იმ მთავრობას სცნობს, რომელიც ტრიპოლიშია განლაგებული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG