ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კადაფიზე სანქცია გაიცა


კადაფიზე სანქცია გაიცა
კადაფიზე სანქცია გაიცა

დღეს საერთაშორისო კრიმინალურმა სასამართლომ ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის დაპატიმრების სანქცია გასცა. კადაფის სამხედრო დანაშაულში ედება ბრალი. მასთან ერთად დაპატიმრების სანქცია გაიცა მისი შვილის სეიფ ალ-ისლამის და ლიბიის დაზვერვის ხელმძღვანელის აბდულა ალ-სენუსის წინააღმდეგ. სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველი პროკურორის ლუის მორენო-ოკამპოს მოთხოვნა გახდა. ოკამპოს განცხადებით კადაფის ხელისუფლებამ შეტევები განახორციელა დემონსტრანტების წინააღმდეგ, მათი ბრძანებით სნაიპერებმა ცეცხლი გაუხსნეს მშვიდობიან მოსახლეობას, როდესაც მოქალაქეები მეჩეთებიდან გამოდიოდნენ. მოსამართლის სანჟი მონაგენგის განცხადებით, გადაწყვეტილებას საკმაოდ გონივრული და დამაჯერებელი საფუძველი გააჩნდა და ლიბიის ლიდერი და მისი შვილი პასუხისმგებელნი არიან ქვეყანაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვაზე. თავად ლიბიის მთავრობის წევრები და მუამარ კადაფი ამ ბრალდებას უარყოფენ და ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს ლიბიელი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებაში ადანაშაულებენ.

XS
SM
MD
LG