ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ორი ადამიანი დაიღუპა ტრიპოლიში ნატოს ავიაციის დაბომბვის შედეგად


ორი ადამიანი დაიღუპა ტრიპოლიში ნატოს ავიაციის დაბომბვის შედეგად
ორი ადამიანი დაიღუპა ტრიპოლიში ნატოს ავიაციის დაბომბვის შედეგად

ნატოს ავიაციის დაბომბვას ორი ლიბიელი შეეწირა

ლიბიის ხელისუფლების განცხადებით ორი ადამიანი დაიღუპა ტრიპოლიში ნატოს ავიაციის დაბომბვის შედეგად.

დღეს ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის ერთ-ერთი რეზიდენციის მახლობლად სულ ცოტა ოთხი რაკეტა აფეთქდა.

ლიბიის ტელევიზიით გადაცემულ რეპორტაჟში ასევე საუბარი იყო ჩრდილოეთ კორეის საელჩოს დაზიანების შესახებ.

ამასობაში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერუნმა ლიბიის ოპოზიციის ლიდერთან მუსტაფა აბდელ-ჯალილთან შეხვედრის შემდეგ მას ლონდონში წარმომადგენლობის გახსნა შესთავაზა.

თავის მხრივ, შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯონ კერიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონი მზადაა ლიბიის ოპოზიციას გადასცეს კადაფის რეჟიმის კუთვნილი თანხები, რომელთა ანგარიშები ამჟამად გაყინულია ამერიკის ბანკებში.

XS
SM
MD
LG