ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბანის შიიტი სულიერი ლიდერი დაკრძალეს


ლიბანის შიიტი სულიერი ლიდერის დაკრძალვას ათასობით მისი მიმდევარი დაესწრო. ხელისუფლებამ დღეს საყოველთაო გლოვა გამოაცხადა. დიდი აიათოლა მოჰამედ ჰუსეინ ფადლალა კვირას ბეირუთის საავადმყოფოში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ის 75 წლის იყო. ათასობით მისმა მიმდევარმა დღეს აიათოლას ცხედარი ბეირუთის სამხრეთ რაიონში გადატარა. ეს ადგილი შიიტური სამხედრო დაჯგუფება ჰესბოლას საყრდენ ტერიტორიად ითვლება.

XS
SM
MD
LG