ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფეთქება ლიბანში


სირიაში მიმდინარე კონფლიქტის გამო ლიბანის ტერიტორიაზე შიიტ და სუნიტ მოსახლეობას შორის დაპირისპირება გრძელდება

ლიბანში, მანქანაში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების გამო, სულ ცოტა, 3 ადამიანი დაიღუპა და 20 დაიჭრა. ინციდენტი ჰერმელში, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე რეგიონში განხორციელდა, რომელსაც შიიტების სამხედრო დაჯგუფება -ჰეზბოლა- აკონტროლებს.

ქალაქი სირიის საზღვართან მდებარეობს. მოსაზღვრე სირიის ტერიტორიაზე ჰეზბოლას მებრძოლები სამთავრობო ძალებს ამბოხებულებთან ბრძოლაში ეხმარებიან. ჰეზბოლა უკვე ერთი წელია სირიაში ღიად იბრძვის. ამ ფაქტის გამო ლიბანის ტერიტორიაზე ლიბანელ შიიტ და სუნიტ მოსახლეობას შორის შეიარაღებული დაპირისპირებები და აფეთქებები იშვიათობა აღარ არის.
XS
SM
MD
LG