ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მკვლელობა ლიბანში


გამომძიებლები ყოფილი მინისტრის და პრემიერის მრჩევლის მკვლელობაში ეჭვმიტანილად სირიას და ჰეზბოლას თვლიან

ლიბანის ხელისუფლების ცნობით, ბეირუთის ცენტრში, ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქებამ მოკლა ყოფილი ფინანსთა მინისტრი მოჰამად ჩათაჰი და სულ მცირე კიდევ ოთხი სხვა ადამიანი. ჩათაჰი იყო სუნიტი მუსლიმი და ცნობილი ეკონომისტი, რომელიც ძალიან მკაცრად აკრიტიკებდა ჰეზბოლას და სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს. ის იყო ყოფილი პრემიერ მინისტრის, საად ჰარირის უფროსი მრჩეველი და წარსულში, ლიბანის ელჩი ვაშინგტონში.

მედია 62 წლის ჩათაჰს არ მიიჩნევს თავდასხმის სავარაუდო სამიზნედ. ტერორისტები ძირითადად მოქმედი მთავრობის წევრებს და პოლიტიკურ ლიდერებს ესხმიან თავს. გამომძიებლები მკვლელობაში სავარაუდო ეჭვმიტანილად სირიას და ჰეზბოლას თვლიან.
XS
SM
MD
LG