ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსხვერპლი ბეირუთში


ბეირუთში მანქანის აფეთქებას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ბეირუთში მანქანის აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. ლიბანის დედაქალაქის სამხრეთით მდებარე ამ მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიას გასამხედროებული ჯგუფი ჰეზბოლა აკონტროლებს.

სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, აფეთქების გამო, სულ ცოტა, 2 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა. ინციდენტამდე სულ რამდენიმე დღით ადრე, ქალაქის ცენტრალურ უბანში მანქანაში მომხდარი აფეთქების გამო, ლიბანის ყოფილი ფინანსთა მინისტრი გარდაიცვალა. ის ცნობილი იყო, როგორც სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის, მკაცრი კრიტიკოსი.
XS
SM
MD
LG