ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბანში ტერაქტს 23 ადამიანი ემსხვერპლა


ბეირუთის ის ნაწილი, სადაც ტერაქტი მოხდა სამხედრო დაჯგუფება ჰეზბოლას ერთერთი საყრდენია

დღეს ლიბანის დედაქალაქში მდებარე ირანის საელჩოსთან ორი ბომბი აფეთქდა, რომელსაც 23 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის ერთერთი ირანელი დიპლომატია.

ბეირუთის სამხრეთ ნაწილში აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა, რომელსაც შემდგომ დანაღმული ავტომობილის აფეთქება მოჰყვა.ინციდენტის დროს 146 ადამიანი დაშავდა.

ტერორისტულ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ალ ყაიდასთან დაკავშირებულმა ჯგუფმა აბდულა აზამის ბრიგადამ აიღო.

აღსანიშნავია, რომ ბეირუთის ის ნაწილი, სადაც ტერაქტი მოხდა სამხედრო დაჯგუფება ჰეზბოლას ერთერთი საყრდენია. ჰეზბოლა სირიის მთავრობას მეამბოხეთა წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარება.დამასკომ ბეირუთში მომხდარი ტერორისტული აქტი დაგმო.
XS
SM
MD
LG