ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კანონმდებლები კაპიტოლიუმის დაცვის საკითხის გამოძიებას ითხოვენ


ოთხშაბათს, ტრამპის მხარდამჭერი დემონსტრანტების ამერიკის კონგრესში შეჭრის შემდეგ, ამერიკელი კანონმდებლები კაპიტოლიუმის პოლიციის საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებენ, რომელიც შენობას იცავს, თუმცა აქვე ისინი მათ ქმედებებსაც აქებდნენ.

კითხვებზე პასუხს, ორი დემოკრატი ითხოვს, რომლებიც იმ ქვეკომიტეტს უხელმძღვანელებენ, რომელიც კაპიტოლიუმის პოლიციის ბიუჯეტს განსაზღვრავს.

„ჩვენ გვჭირდება სრული გამოძიება, თუ როგორ მოხდა კაპიტოლიუმი უსაფრთხოების ასე სწრაფად გარღვევა“, - განაცხადა სენატორმა კრის მერფიმ.

კონგრესმენმა ტიმ რაიანმაც ისაუბრა აქციისთვის არასათანადო მომზადებაზე, სადაც დემონსტრანტები პრეზიდენტის განცხადებების მხარდასაჭერად მივიდნენ, რომელიც ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ამბობს, არჩევნები მის წინააღდეგ გაყალბდა.

„ვფიქრობ, ნათელია, რომ ბევრი ადამიანი დარჩება სამსახურის გარეშე ძალიან მალე, რადგან ეს იყო სირცხვილი ერთი მხრივ ბრბოს, პრეზიდენტის, ამბოხის და გადატრიალების მცდელობის კუთხით, მაგრამ ასევე პროფესიონალური და იმისთვის მომზადების მხრივ, რაც ვიცოდით რომ მოხდებოდა“, - განაცხადა მან.

ოთხშაბათის მოვლენები, აქციისთვის პრეზიდენტ ტრამპის მიმართვით დაიწყო, თეთრი სახლის სამხრეთით. პრეზიდენტი შეკრებილებს მოუწოდებდა საარჩევნო შედეგების წინააღმდეგ გამოსვლისკენ, მაშინ როცა კონგრესის წევრები არჩევნების სერტიფიცირების პროცესს იწყებდნენ, თეთრი სახლიდან ორ კილომეტრში.

„ჩვენ პენსილვანიის გამზირზე გავალთ... კაპიტოლიუმთან მივალთ... ვეცდებით ჩვენს რესპუბლიკელებს... ვაჩვენოთ სიამაყე და სიმტკიცე, რაც მათ სჭირდებათ, ჩვენი ქვეყნის დასაბრუნებლად“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

დაახლოებით შუადღის 13:30-ზე, კაპიტოლიუმის პოლიციამ წარმომადგენელთა პალატის და კონგრესის ბიბლიოთეკის ევაკუაცია დაიწყო. 14:00 საათისთვის ისმოდა გაფრთხილება კაპიტოლიუმის შენობის დასავლეთ ნაწილში, „გარე საშიშროების“ შესახებ. მოგვიანებით, კაპიტოლიუმში აცხადებდნენ „უსაფრთხოების საშიშროებაზე შენობის შიგნით“.

კანონმდებლებს და მათ თანამშრომლებს თავშესაფრის მოძებნისგან, კარის ჩაკეტვისკენ და ფანჯრებთან მორიდებისკენ მოუწოდეს.

ტრამპის მხარდამჭრი ნენსი პელოსის ოფისში
ტრამპის მხარდამჭრი ნენსი პელოსის ოფისში

ქალაქის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, რობერტ კონტის თქმით, ამ დროისთვის კაპიტოლიუმის პოლიციას, დახმარების თხოვნით, მათთვის უკვე მიმართული ჰქონდა.

ვიდეოები, რომელიც სოციალურ მედიაში ახალი ამბებს სააგენტოებმა გაავრცელეს, აჩვენებს, რომ კაპიტოლიუმის პოლიცია ვერ აუდიოდა ხალხის რაოდენობას, რომლებიც ბარიკადებს არღვევდნენ და ოფიცრებს, რომლებიც მათ შეჩერებას ცდილობდნენ, ხელიდან უსხლტებოდნენ. ბრბოს ნაწილი კედლებზე აძვრა, სხვებმა კი ფანჯრები ჩაამტვრიეს და შენობაში ამ გზით შეაღწიეს.

წარმომადგენელთა პალატის და სენატის წევრები და ასევე ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც სერტიფიცირების პროცესს მართავდა, ევაკუირებულნი იქნენ.

შეჭრა კაპიტოლიუმში
შეჭრა კაპიტოლიუმში

დემონსტრანტთა ნაწილმა კაპიტოლიუმის შენობაში, საათები დაჰყო. ვანდალიზებულია სხდომათა დარბაზი და კანონმდებელთა კაბინეტები. მათ შორის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, დემოკრატი ნენსი პელოსის კაპინეტშიც შევიდნენ. მისი ოფისში კარები, ნივთები და ავეჯი დალეწეს და მაგიდაზე მუქარის წერილები დატოვეს.

დაახლოებით საღამოს 6 საათისთვის, კაპიტოლიუმის პოლიციამ, ადგილობრივი პოლიციის და ეროვნული გვარდიის და ფედერალური სამართალდამცავების დახმარებით, კაპიტოლიუმის შენობაზე კონტროლი დაიბრუნა. პოლიციამ ერთი ქალი გასროლით მოკლა. სამი ადამიანი სხვა სამედიცინო გართულებებით გარდაიცვალა.

ვაშინგტონის პოლიციამ 52 ადამიანი დააკავა. მათი განცხადებით, ქალაქის პოლიციის დეპარტამენტის 14 ოფიცერი დაშავდა.

ვაშინგტონის მერმა, მურიელ ბაუზერმა, საღამოს 6 საათიდან, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 9 საათისთვის კანონმდებლები კაპიტოლიუმის შენობაში დაბრუნდნენ და სესია გააგრძელეს.

აქცია კონგრესის შენობასთან
აქცია კონგრესის შენობასთან

„კაპიტოლიუმის პოლიცია კვლავ აქაა, დაღლილი, სისხლიანი, შეხვეული და ზოგი - ყავარჯნებით. მათ თავიანთი საქმე გააკეთეს და გააკეთეს კარგად. დაიცვეს შეერთებული შტატების კაპიტოლიუმი, რათა წარმომადგენელთა პალატას და სენატს შეძლებდა შეკრება და კონსტიტუციური მოვალეობის შესრულება“, - განაცხადა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, კელი ამსტრონგმა.

რესპუბლიკელმა სენატორმა, მიტ რომნიმ „ტვიტერზე“ კაპიტოლიუმის პოლიციას, ფედერალური გამოძიების ბიუროს, საიდუმლო სამსახურს და ეროვნულ გვარდიას მადლობა გადაუხადა, მათი „პროფესიონალიზმის და სიმამაცისთვის“.

პოლიციის მიმართ მადლიერება, მათი „შეუქებელი მამაცობისთვის“ ასევე დემოკრატმა კონგრესმენმა, დემოკრატმა ორეგონის შტატიდან, ერლ ბლუმენაუერმა, გამოხატა.

ვაშინგტონის მერმა, ქალაქში საგანგებო მდგომარეობა 15 დღით გააგრძელა, ინაუგურაციის წინ „სიმშვიდის და უსაფრთხოების“ უზრუნველსაყოფად.

ამერიკის კაპიტოლიუმის პოლიციის ვებგვერდის მიხედვით, მისი ყოველწლიური ბიუჯეტი დაახლოებით 460 მილიონი დოლარია, მას 2 300 ოფიცერი და სამოქალაქო თანამშრომელი ყავს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG