ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი ტრამპს: იმოქმედეთ!


ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დელავერის შტატიდან ამერიკის მოსახლეობას მიმართა. მან ვაშინგტონში მიმდინარე მოვლენებს "ამბოხი" უწოდა. ბაიდენმა დაგმო მიმდინარე მოვლენები და პრეზიდენტ ტრამპის შეიარაღებული მომხრეების შეერთებული შტატების კაპიტოლიუმში შეიჭრნენ. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მიმდინარე მოვლენები რეალურად არ ასახვს ნამდვილ ამერიკას და რომ "ამერიკა ამაზე ბევრად უკეთესი ქვეყანაა"

მან პრეზიდენტ ტრამპს მოუწოდა ნაციონალური ტელევიზიის ეთერში გამოვიდეს და მომხრეებს სიშვიდისა და კანონის პატივისცემისკენ მოუწოდოს.

აშშ-ის დედაქალაქში ეროვნული გვარდია და სამართალდამცავები არიან მობილიზებულნი. რამდენიმე საათში დედაქალაქში კომენდანტის საათი ამოქმედდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG