ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სპეცოპერაცია ყირგიზეთში


სპეცოპერაცია ყირგიზეთში
სპეცოპერაცია ყირგიზეთში

ყირგიზეთის უშიშროების ძალებმა 10-მდე ადამიანი დააკავეს, რომელთაც მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ტერაქტების დაგეგმვაში ედებათ ბრალი. ყირგიზეთის ხელისუფლების ცნობით, დაპატიმრებები რამდენიმე ქალაქში ერთდროულად განხორციელდა. ოპერაციის დროს, პოლიციამ ერთერთი ეჭვმიტანილი მოკლა, რომელიც მიკროავტობუსის გატაცებას შეეცადა, სადაც 15 -მდე მგზავრი იმყოფებოდა. მოკლული გამტაცებელი ისლამური ჯიჰადის კავშირის წევრი აღმოჩნდა. ეს ჯგუფი შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მერ ტერორისტული ორგანიზაციბის სიაშია შეყვანილი. ყირგიზეთში საპრეზიდენტო არჩევნები 30 ოქტომბერს არის დანიშნული.

XS
SM
MD
LG