ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყირგიზეთში არეულობები შეიძლება კვლავ განმეორდეს


ყირგიზეთის პრეზიდენტის როზა ოტუმბაევას განცხადებით,არ არის გამორიცხული,რომ ქვეყანაში დაპირისპირება კვლავ განახლდეს.

დღეს რეგიონალურ სამიტზე გამოსვლისას ყირგიზეთის პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს ქვეყანაში მშვიდი სიტუაცია დაუდასტურა, თუმცა ისიც აღნიშნა,რომ მდგომარეობა საიმედო არ არის და დაძაბულობა შესაძლოა ნებისმიერ დროს წარმოიშვას.

მედვედევი ოტუმბაევას რუსეთის მხრიდან სრულ მხარდაჭერას შეპირდა.

შეგახსენებთ,რომ როზა ოტუმბაევამ საპრეზიდენტო ფიცი გასულ სამშაბათს დადო და ეს მას შემდეგ მოხდა,რაც ყირგიზეთში ეთნიკურ ნიადაგზე ყირგიზებსა და ადგილობრივ უზბეკებს შორის დაპირისპირებას 2000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

XS
SM
MD
LG