ყირგიზეთის სამხრეთში გააფთრებული დემონსტრანტები მთავრობის წარმომადგენლებს დაესხნენ თავს საგანგებო მდგომარეობის გამოცხდებიდან ერთი დღის შემდეგ.
თვითმხილველთა განცხადებით ქალაქ ჯალალაბადში 2000-მდე დემონსტრანტების დასაწყნარებლად მისული ყირგიზეთის თავდაცვის მინისტრი ისმაილ ისაკოვი და ამ რეგიონის გუბერნატორი ბეკტურ ასანოვი სასტიკად სცემეს და მძევლად აიყვანეს.
დღეს ყირგიზეთის დროებითმა მთავრობამ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები 2011 წლის ოქტომბრისთვის დანიშნა.
მანამდე დროებითმა მთავრობამ ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელად როზა ოტუმბაევა გამოაცხადა.