ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქურთ მეამბოხეთა სამშვიდობო ნაბიჯი


ჯარისკაცების გათავისუფლების განკარგულება ქურთისტანის მუშათა პარტიის ლიდერმა აბდულა ოჯალაბნმა გასცა

ქურთმა მეამბოხეებმა რვა თურქი ჯარისკაცი გაათავისუფლეს. ეს ნაბიჯი თურქეთის მთავრობასთან წარმოებული სამშვიდობო მოლაპარაკების ერთ-ერთი ნაწილია.

ქურთისტანის მუშათა პარსიის წარმომადგენლებმა ჯარისკაცები ერთ თურქ პოლიციელს გადააბარეს. ოპერაცია ირანის შრდილოეთში მდებარე ქურთისტანის რეგიონში ჩატარდა. თურქი ჯარისკაცები მეამბოხეებს ერთი წლის მანძილზე ჰყავდათ დატყვევებული.

ჯარისკაცების გათავისუფლების განკარგულება ქურთისტანის მუშათა პარტიის ლიდერმა აბდულა ოჯალაბნმა გასცა, რომელიც ამჟამად თურქეთის ციხეში იხდის სასჯელს.

მუშათა პარტია უკვე 28 წელია იბრძვის თურქეთის მთავრობის წინააღმდეგ. მათ ანკარასგან ავტონომიის მოპოვება და თურქეთის ტერიტორიაზე თვითმმართველობის დაწესება სურთ.
XS
SM
MD
LG