ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საელჩოების ევაკუაცია ფხენიანიდან


ჩრდილოეთ კორეამ საელჩოებს მოუწოდა სასწრაფოდ დაიწყონ თანამშრომლების ევაკუაცია

ფხენიანმა საელჩოებს მოუწოდა სასწრაფოდ დაიწყონ საელჩოს თანამშრომლების ევაკუაცია, რეგიონში არსებული დაძაბულობის გამო.
რუსეთის საელჩოს ერთ-ერთი დიპლომატის განცხადებით, საელჩო სერიოზულად იღებს ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური პირების მიერ გაკეთებულ განცხადებას. თუმცა, ამ ეტაპზე დაუყოვნებელ ევაკუაციას არ გეგმავს. ის აცხადებს, რომ ამჟამად ფხენიანში ვითარება მშვიდია.
ბრიტანეთი თავის მხრივ აცხადებს, რომ საელჩოების გარდა გაფრთხილება საერთაშორისო ორგანიზაციებმაც მიიღეს. ფხენიანის განცხადებით 10 აპრილის შემდეგ ქვეყანა უსაფრთხოების ვერანაირ გარანტიას ვერ იძლევა არსებული კონფლიქტის პირობებში.
XS
SM
MD
LG