ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეის რაკეტები მზადყოფნაშია


პენტაგონი ფხენიანის მუქარას სერიოზულად აღიქვამს

სამხრეთ კორეამ დაადასტურა, რომ ჩრდილოეთ კორეამ სარაკეტო დანადგარები აღმოსავლეთ სანაპიროზე განალაგა. როტაცია მას შემდეგ მოხდა, რაც ფხენიანმა საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ შეერთებულ შტატებზე თავდასხმა განახორციელოს.
სეულის თავდაცვის მინისტრის კიმ კუან-ჯინის განცხადებით, რაკეტას საკმაოდ ფართო დიაპაზონი აქვს, თუმცა შეერთებული შტატების დასახლებულ ტერიტორიამდე ის მაინც ვერ მიაღწევს.
მინისტრის განცხადებით, სარაკეტო გადაადგილების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა არ არის გამორიცხული იგი სამხედრო წვრთნების ნაწილი იყოს.
თავდაცვის მინისტრის ჩაკ ჰეგელის განცხადებით, პენტაგონი ფხენიანის მუქარას სერიოზულად აღიქვამს და მოსალოდნელი საფრთხის შესაბამის თავდაცვის ზომებს მიიღებს.
XS
SM
MD
LG