ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრ. კორეა რიტორიკას, ამერიკა კი ჩინეთზე ზეწოლას აძლიერებს


სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი აცხადებს, რომ ამერიკა დაიცავს თავს და მოკავშირეებს ჩრდილოეთ კორეის „პროვოკაციული, საშიში და თავზეხელაღებული“ საფრთხისგან.


გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

იმ დროს, როდესაც ჩრდილოეთ კორეის სამხედრო ძალები სამხრეთ კორეასთან ომისთვის ემზადებიან, ჯონ კერი აცხადებს, რომ ამერიკის მოკავშირეები დაუცველი არ იქნებიან.

„შეერთებული შტატები გააკეთებს ყველაფერს რაც საჭიროა, რათა დაიცვას თავისი მოკავშირეები სამხრეთ კორეა და იაპონია. ჩვენ სრულ მზადყოფნაში ვართ და ვფიქრობ ეს ჩრდილოეთ კორეას კარგად ესმის,“ - განაცხადა ჯონ კერიმ.

სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა იუნ ბიონ სიმ განაცხადა, რომ სეული და ვაშინგტონი საერთო საფრთხის წინააღმდეგ ერთად დგანან.

„სახელმწიფო მდივანი კერი და მე შევთანხმდით, რომ ჩრდილოეთ კორეამ თავი უნდა დაანებოს როგორც ბირთვულ ამბიციებს, ასევე საომარ რიტორიკას,“ - განაცხადა კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ჩრდილოეთ კორეა აცხადებს, რომ პლუტონის რეაქტორის ხელახალ ამუშავებას და ურანის გამდიდრების პროცესის განახლებას გეგმავს. აღნიშნული მიზნისთვის განკუთვნილი ობიექტი ფხენიანმა 2007 წელს ჩინეთთან, იაპონიასთან, სამხრეთ კორეასთან, რუსეთთან და შეერთებულ შტატებთან მიღწეული შეთანხმების შედეგად დახურა. ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ უნის განცხადებით, ატომური შეიარაღება ქვეყნის აღორძინებისთვის უმთავრესი მიზანია.

„ჩვენი ბირთვული სიძლიერე მთავარი გარანტიაა ომის შეკავებისა და ჩვენი სუვერენიტეტის დაცვისთვის,“ - განაცხადა კიმ ჩენ უნმა.

ასევე, მისი თქმით, ბირთვული პროგრამა ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებას გამოიწვევს. ჩრდილოეთ კორეს განზრახვას იონბიონის სადგურის ამოქმედების შესახებ „სერიოზულ ნაბიჯს“ უწოდებს.

„ეს იქნება საერთაშორისო სტანდარტების და მოთხოვნების დარღვევა. ეს იქნება პროვოკაცია, რაც სრულებით ეწინააღმდეგება იმ გზას, რაც ყველამ ერთად გავიარეთ,“ - განაცხადა ჯონ კერიმ.

კორეის კრიზისში მნიშვნელობვანი როლი ენიჭება ჩინეთის პოზიციას. პეკინი ვაშინგტონის შეშფოთებას იზიარებს.

„ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს დამშვიდებისკენ, წვრთნებისგან თავის შეკავებისკენ და რაც შეიძლება მოკლე დროში მოლაპარაკებისკენ, რათა საკითხი კონსულტაციების გზით გადაიჭრას,“ - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

რეგიონში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტი იგეგმება. მთავარი საკითხი ჩრდილოეთ კორეის კრიზისი იქნება. როგორც ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი პეკ კონ ჰენი ამბობს, ფხენიანის საფრთხემ შესაძლოა ჩინურ-ამერიკული პოზიციების დაახლოვება გამოიწვიოს.

„ვფიქრობ ჩინეთი უფრო დამთმობი გახდება ამერიკის მიმართ ჩრდილოეთ კორეის საკითხში და შესაძლოა პეკინმა ფხენიანზე ზეწოლა გააძლიეროს,“ - აცხადებს პეკ კონ ჰენი.

თუმცა, როგორც ჩრდილოეთ კორეის ლიდერები აცხადებენ, ბირთვული პროგრამა მათი სახელმწიფოს მთავარი ეროვნული ხაზია, რაც ვაჭრობის საგანი არ გახდება.
XS
SM
MD
LG