ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობამ პიკს მიაღწია


კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობამ პიკს მიაღწია

კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობამ პიკს მიაღწია. ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ მეზობლის მიმართულებით საარტილერიო ცეცხლი გახსნა. რის შემდეგაც სამხერთ კორეამ საპასუხო სროლით უპასუხა. სეულის განცხადებით ჩრდილოეთ კორეის თავდასხმის შედეგად ორი ჯარისკაცი დაიღუპა და 12 დაიჭრა. ეს კორეის ომის შემდეგ ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის ყველაზე სერიოზული ინციდენტია. მედიის ცნობით, დანგრეულია რამდენიმე სახლი და დაჭრილია ორი მშვიდობიანი მოქალაქე. ჩრდილოეთ კორეამ ცეცხლი იონბენდოს კუნძულის მიმართულებით გახსნა, რის შედეგადაც კუნძულიდან 1000 მოსახლის ევაკუაცია განხორციელდა. სამხრეთ კორეის პრეზიდენტის პრესმდივანმა მომხდარზე პასუხისმგებლობა ფხენიანს დააკისრა.

„თუკი ჩრდილოეთ კორეა გაგრძლებს პროვოკაციებს, სამხრეთ კორეა იძულებული გახხება განახორციელოს ადექვატურია ზომები“ - განაცხადა სამხრეთ კორეის პრეზიდენტის პრესმდივანმა ჰონგმა. თავის მხრივ ოფიციალურმა ფხენინმა გაავრცელა განცხადება სადაც ნათქვამია, რომ თუკი სამხრეთ კორეა ერთი მილიმეტრით მაინც დაარღევს ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიულ წყლებს, ფხენიანი გააგრძელებს სამხედრო ოპერაციას,

XS
SM
MD
LG