ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კენიაში დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა


დაღუპულთა შორის 7 პოლიციელია

კენიაში მომხდარ ეთნიკური ხასიათის შეტაკებებს სულ ცოტა 32 ადამიანი შეეწირა - აცხადებს ადგილობრივი წითელი ჯვრის ორგანიზაცია. ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში ასობით სახლია დამწვარი.

წითელი ჯვრის მონაცემებით, დაღუპულთა შორის 7 პოლიციელია. ადგილობრივი რესურსების გადანაწილებით გამოწვეული რამდენიმეკვირიანი შუღლი ღია დაპირისპირებაში გადაიზარდა. მსხვერპლის საერთო რაოდენობა ტანა დელტას სანაპირო ზოლზე უკვე 100-ს აღწევს.
XS
SM
MD
LG