ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კენიაში ეკლესიაში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა


თავდასხმა შესაძლოა ისლამური ორგანიზაცია ალ-შაბაბის მიერ იყოს ორგანიზებული

კენიის პოლიციის განცხადებით, ნაირობის წმინდა პოლიკარპეს ეკლესიაში ხელყუმბარის აფეთქების შედეგად 9 წლის ბიჭი დაიღუპა და სამი ბავშვი დაიჭრა.
პოლიციის უფროსის განცხადების თანახმად, თავდასხმა შესაძლოა ისლამური ორგანიზაცია ალ-შაბაბის მიერ იყოს ორგანიზებული.
კენიელი სამხედროები სომალიში ალ-შაბაბის წინააღმდეგ იბრძვიან. კენიელებმა ალ-შაბაბის მეომრები მათი მთავარი დასაყრდენიდან პორტ კისმაოდან განდევნეს.
XS
SM
MD
LG