გავლენიანი ამერიკული გამოცემა „ვაშინგტონ პოსტის“ ცნობით, ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი აპირებს თხოვნით მიმართოს გაეროს, რათა 50 ყოფილი თალიბი მეამბოხე ტერორისტების სიიდან ამოიღონ. ვაშინგტონ პოსტი ამ ინფორმაციას ანონიმ ავღანელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება. მისი თქმით, კარზაის ეს ნაბიჯი თალიბანთან შერიგების პროცესის ნაწილად შეიძლება შეფასდეს. პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი თალიბანთან შერიგების დაწყებას და ცხრა წლიანი შიდა კონფლიქტის დასრულებას გეგმავს.