ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლინტონი ყარაბაღში ეუთოს ჩართვის მომხრეა


კლინტონი ყარაბაღში ეუთოს ჩართვის მომხრეა
კლინტონი ყარაბაღში ეუთოს ჩართვის მომხრეა

ამერიკა ეუთოს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებული დაპირისპირების გადაწყვეტაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას (ეუთოს) თხოვნით მიმართა აქტიურად ჩაერთოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიან ყარაბაღთან დაკავშირებული დაპირისპირების გადაჭრის პროცესში.

კლინტონმა ეს განცხადება ასტანაში, ეუთოს სამიტზე გააკეთა.

საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ მთიანი ყარაბაღის პრობლემის გადაჭრის მცდელობები წლების მანძილზე უშედეგოდ მთავრდება. სომხეთი მხარს უჭერს ყარაბღში არსებულ შეიარაღებულ დაჯგუფებებს, რის გამოც აზერბაიჯანსა და ყარაბაღის რეჟიმს შორის საზღვართან არსებული დაძაბულობა არ კლებულობს.

წლის დასაწყისში მხარეებმა სამშვიდობო მოლაპარაკების შემუშავება დაიწყეს, თუმცა ეს პროცესი მას შემდეგ შეჩერდა, რაც მათ ერთმანეთი სასაზღვრო ზონაში შეიარაღებული შეტაკების პროვოცირებაში დაადანაშაულეს.

XS
SM
MD
LG