ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სომხეთი 1 177 სამხედროს დაღუპვის შესახებ საუბრობს


რამდენიმე მოლაპარაკება რუსეთში, მოლაპარაკებები ამერიკის სახელმწიფო მდივნის ჩართულობით ვაშინგტონში და შეთანხმება ჟენევაში - ამ ყველაფრის მიუხედავად მთიან ყარაბაღში ამ დრომდე გრძელდება შეტაკებები და საბრძოლო მოქმედებები. მთელი კვირების განმავლობაში საერთაშორისო საზოგადოებას სომხეთიც და აზერბაიჯანიც უმტკიცებენ, რომ შეთანმხება მეორე მხარემ დაარღვია.

დღეს ოფიციალურმა ერევანმა ახალი მონაცემები გაავრცელა დაღუპულების შესახებ. ჟენევაში მიღწეული შეთანხმების შემდეგ სომხეთი ამბობს, რომ 11 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა, სულ კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე კი სამხედრო კონფლიქტში აზერბაიჯანთან სომხეთმა 1 177 სამხედრო დაკარგა.

ეს ყველაზე დიდი დანაკარგია, მას შემდეგ რაც 1990-იან წლებში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყარაბაღის გამო პირველი სამხედრო დაპირისპირება მოხდა. მაშინ კონფლიქტში 30 000 ადამიანი დაიღუპა.

გუშინ მთიან ყარაბაღში მიმდინარე პროცესებზე რომის პაპმა ისაუბრა და მას ტრაგედია უწოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG