ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რამზან კადიროვს დამატებით სანქციებს უწესებს


რამზან კადიროვი

შეერთებულმა შტატებმა ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვს დამატებითი სანქციები დაუწესა „ადამიანის უფლებების მრავალგზის უხეში დარღვევებისთვის“.

სახელწიფო დეპარტამეტნმა განაცხადა, რომ უკვე ათწლეულზე მეტია, რაც მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი, ჩეჩნეთის მმართველი წამებასა და მკვლელობებშია პასუხისმგებელი.

ვაშინგტონს კადიროვის და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ უკვე ჰქონდა დაწესებული სანქციები. ეს ნაბიჯი აქამდე არსებულ სანქციებს აფართოებს და ის კადიროვის ცოლსა და მის ორ ქალიშვილზეც ვრცელდება. შეერთებული შტატები კადიროვს და მის ოჯახს ქვეყნის ტერიტორიაზე არ შეუშვებს.

„დღევანდელი გადაწვეტილება ემსახურება იმას, რომ ვაცნობოთ ბატონ კადიროვს, რომ მისი მონაწილეობა ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებში დაუსჯელი არ რჩება მისი და მისი ოჯახისთვის და რომ შეერთებული შტატები გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა მეთოდს, რათა უზრუნველყოს მათი ანგარიშვალდებულება, ვინც ასე საშინლად იქცევა“, - ამბობს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ვაშინგტონი სხვა ქვეყნებსაც მოუწოდებს მიიღოს მსგავსი ქმედებები კადიროვისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ.

უფლებადამცველი ორგანიზაციები უკვე დიდი ხანია ბრალს სდებენ კადიროვს, რომ ის საშინელ დანაშაულებს ჩადის სექსუალური უმცირესობების, ადამიანის უფლებების დამცველების, მედიის წარმომადგენლების და სხვა ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც მის ავტორიტარულ და კორუმპირებულ მმართველობას აკრიტიკებენ.

სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე განაცხადა, რომ კადიროვი კორონავირუსის პანდემიას იყენებს ჩეჩენი მოსახლეობის უფლებების შევიწროებისათვის. კადიროვმა სოციალური ქსელის „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე შეერთებული შტატების გადაწვეტილებას უპასუხა.

„პომპეო, ჩვენ ვერთვებით ბრძოლაში, ეს საინტერესო იქნება“, - დაწერა მან და პოსტს სურათი დაურთო სადაც იარაღის მაღაზიაში იმყოფება, ხელში ორი ავტომატი უჭირავს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG