ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკომისია ჩეჩნეთში ჟურნალისტისა და ადვოკატის ცემის გამოძიებას ითხოვს


ელენა მილაშინა

ევროკომისია მოსკოვისგან მოითხოვს, გამოიძიოს ჟურნალისტისა და ადვოკატის მიმართ შეურაცხყოფა ჩეჩნეთში.

ელენა მილაშინა, დამოუკიდებელი გამოცემა "ნოვაია გაზეტადან" ამბობს, რომ მას და მარინა დუბროვინას, ჩეჩნეთში მის თანმხლებ ადვოკატს, სასტუმროს ფოიეში თავს ათამდე ადამიანი დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მილაშინას ჩეჩნეთში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე არაერთი მასალა აქვს მომზადებული.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგიონული განყოფილება ჩეჩნეთში აცხადებს, რომ ამ ინციდენტს იძიებენ.

ჩეცნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ვლადიმირ პუტინის ერთგულ მოკავშირედ მიიჩნევა. საერთაშორისო ორგანიზაციები კადიროვის მიერ უსაფრთხოების ძალების გამოყენებაზე, მკვლელობებზე, წამებისა თუ მოტაცების საქმეებზე წლებია საუბრობენ.

ევროკომისიონერმა ადამიანის უფლებათა საკითხებში დუნია მიატოვიჩმა ჟურნალისტსა და ადვოკატზე თავდასხმა დაგმო და თქვა, რომ ეს უფლებადამცველებსა და ჟურნალისტებზე თავდასხმებიდან ერთ-ერთი უკანასკნელი ფაქტია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG