ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩეჩნეთში პირობით ვადამდე გაათავისუფლეს უფლებადამცველი ოიუბ ტიტიევი


ჩეჩნეთში სასამართლომ დააკმაყოფილა უფლებადამცველ ოიუბ ტიტიევის თხოვნა, პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ. ტიტიევი, რომელიც უფლებადამცველი ცენტრის, "მემორიალის" გროზნოს ოფისს ხელმძღვანელობს, გაასამართლეს ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით.

სასამართლოში ტიტიევს იცავდნენ ადვოკატები მარინა დუბროვინა და პიოტრ ზაიკინი.

კოლონიასთან, სადაც ტიტიევი იმყოფება, მისი ოჯახის წევრები და კოლეგები იყვნენ შეკრებილი, რამდენიმე, მათ შორის სახელმწიფო მედიასაშუალების წარმომადგენლებთან ერთად.

ტიტიევის დასაცავად მივიდა ჟალაუდი გერიევი, "კავკაზსკი უზელის" კორესპონდენტი, რომელსაც 2016 წელს სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს მარიხუანის შენახვის ბრალდებით. მან სრულად მოიხადა სასჯელი და 30 მაისს გამოვიდა ციხიდან. უფლებადამცველები გერიევის საქმეს მიიჩნევენ შურისძიებად მისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო, "მემორიალმა" ის პოლიტპატიმრად აღიარა.

ოიუბ ტიტიევი 2018 წლის იანვრის დასაწყისში დააპატიმრეს. გამოძიების თანახმად, მის მანქანაში აღმოაჩინეს მარიხუანა. ტიტიევი ირწმუნება, რომ ნარკოტიკები მას პოლიციელებმა "ჩაუდეს". ტიტიევის კოლეგები მის საქმეს მიჩნევენ შეთითხნილად და აცხადებენ, რომ ჩეჩნეთის ხელმძღვანელობას სურს რესპუბლიკაში უფლებადამცველები გააჩუმოს. ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი, ხშირად გამოდის რესპუბლიკაში მოქმედი უფლებადამცველების მწვავე კრიტიკით.

ტიტიევის დასაცავად, რამდენჯერმე გამოვიდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები. "ამნესტი ინტერნეიშენალი" მას სინდისის პატიმრად მიიჩნევს, მიუხედავად იმისა, რომ უფლებადამცველი არაპოლიტიკური მუხლით იქნა გასამართლებული.

"რადიო თავისუფლების" მასალა

Facebook Forum

XS
SM
MD
LG