ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ვიკილიქსის" შესახებ ახალი ფილმი გამოვიდა


ახალმა ფილმმა " მეხუთე ხელისუფლება," რომლის რეჟისორი ბილ ქონდონია, მძაფრი კრიტიკა დაიმსახურა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:35 0:00
ბმული

ბილ ქონდონის გახმაურებული ფილმი „მეხუთე ხელისუფლება“ ვიკილიქსის და მისი დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ციფრულ სამყაროში საინფორმაციო ომის თემაზეა ფოკუსირებული და კითხვას სვამს, რამდენად მოდის წინააღმდეგობაში სპეციფიური შინაარსის დოკუმენტების საჯარო გამოქვეყნება ეროვნული უსაფრთხოების საკითხებთან. დოკუმენტურ დრამაში, სადაც ასანჟის როლს ბენედიქტ კამბერბაჩი ასრულებს, ალექს გიბნის დოკუმენტური ფილმის მსგავსია, სახელწოდებით „ვიპარავთ საიდუმლოებს“ და ერთიდაიმავე თემაზე მოგვითხრობს. ორივე ფილმი, ერთმანეთისგან განსხვავებულიც არის, ნაჩვენებია ის თუ ციფრულ ეპოქაში ინფორმაციის გავრცელებას რამხელა ძალაუფლება გააჩნია. ამერიკის ხმის კორესპონდენტი პენელოპა პაულოუ ამის შესახებ მოგვითხრობს.

ნაწყვეტი ფილმიდან „მეხუთე ხელისუფლება“ ყველაფერი მზად არის, გახსენით ცეცხლი“.

საინფორმაციო პროგრამის წამყვანი ამბობს, რომ ვიდეოში, რომელიც გავრცელდა, ჩანს ამერიკული სამხედრო ვერტმფრენი, საიდანაც უიარაღო ჟურნალისტებს ცეცხლი გაუხსნეს.

ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ამ ვიდეოს კომენტირებისას განაცხადა, რომ ეს კადრები 12 მილიონმა ადამიანმა ნახა. და ვინმე კიდევ შეეცდება დაამტკიცოს, რომ ეს ვებ-გვერდი სადაც, ვიდეო განათავსეს, უმნიშვნელოა?!

2010 წლის განმავლობაში, 90 ათასზე მეტი ამერიკული საიდუმლო დოკუმენტი გამოქვეყნდა მანამდე უცნობ ვებ-გვერდზე, მისი ავსტრალიელი დამფუძნებლის, ჰაკერის ჯულიან ასანჟის მიერ. ასანჟი და ვიკილიქსი ბილ ქონდონის ფილმის „ მეხუთე ხელისუფლების“ მთავარი გმირები არიან.

ნაწყვეტი ფილმიდან: თუკი შევძლებდით გვეპოვნა ერთი ზნეობრივი ადამიანი, განგაშის ამტეხი, რომელიც საკუთარ თავზე აიღებდა ამ საიდუმლოებების გამოაშკარავებას. ასეთ ადამიანებს ექნებოდათ ძალა, ყველაზე ძლევამოსილი და რეპრესიული რეჟიმების მოშორების.

ფილმში ასანჟი მთავარ როლს ასრულებს. ავღანეთში ომის დროს ამერიკული სამხედრო საიდუმლო დოკუმენტების უდიდესი მასალის გამოქვეყნებამდე დიდი ხნით ადრე მის ცხოვრებაზეც მოგვითხრობს. ფილმი წარმოაჩენს მას, როგორც ბრწყინვალე, ეგოცენტრულ და უპრინციპო ადამიანს, რომელიც ამ ინფორმაციას ადამიანური მომენტების გათვალისწინების გარეშე ავრცელებს. ეს იდეები, ვიკილიქსელ თანამშრომელთან, დანიელ ბერგისთან ერთად ხორციელდება.

დანიელ ბერგი: ეს არის ადამიანური ყოფა, ჟულიანის და მისი ცხოვრება, რომელიც რისკის ქვეშ არის.

ფილმის გმირი, რომელიც ასანჟის როლს ასრულებს კითხულობს, რა ეშველებათ სამხედროების სიცოცხლეს, სამოქალაქო პირებს, რომლებიც ამ სასიკვდილო ესკადრონში მოექცნენ? აქამდე გაუხმაურებელ მსხვერპლს, აღურიცხავ სროლებს, ინციდენტებს. ეს არის ინფორმაცია, რომელიც მსოფლიომ უნდა შეიტყოს.

ფილმის რეჟისორი ბილ ქონდონი პასუხისმგებლობის საკითხსაც სვამს.

ბილ ქონდონი: ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციის ნაწილი სიმართლეს შეესაბამება, ნაწილი მოგონილია. საბოლოოდ ვინ მოისურვებს რომ სიმართლის გარკვევაში დაეხმაროთ. ეს ტრადიციულად ჟურნალისტიკის მთავარი როლი იყო, როგორც მეოთხე ხელისუფლების, თუმცა ეს თანხებსაც მოითხოვს. რაც შეეხება მეხუთე ხელისუფლებას, ის ცოტა ხნის წინ აღმოცენდა და ერთგვარ, სამოქალაქო ტიპის ჟურნალისტიკას წარმოადგენს, რომელიც ინტერნეტის ეპოქაში გაჩნდა.

მართალია ქონდონი ირწმუნება, რომ ფილმი დაბალანსებულია, მაგრამ აუდიტორია მაინც ასანჟის საწინააღმდეგოდ არის განწყობილი. ასანჟის გმირის ცოტაოდენ გულუბრყვილოდ წარმოჩენამ ფილმის გაკიცხვა გამოიწვია.
ბევრმა კრიტიკოსმა აღნიშნა, რომ ფილმს სიღრმე აკლია.
ალექს გიბნის დოკუმენტურმა ნამუშევარი „ ვიპარავთ საიდუმლოებებს“ ასანჟის და ბრედლი მანნინგის შესახებ მოგვითხრობს, რომლებმაც საიდუმლო დოკუმენტები საჯარო გახადეს.

ნაწყვეტი ფილმიდან: საინფორმაციოს წამყვანი აცხადებს, რომ სამხედროებმა ამერიკელი სამხედრო პირი დააკავეს, რომელმაც ეს საიდუმლო დოკუმენტები გასცა.

ალექს გიბნი: რომ რაც უფრო ღრმად უკვირდება ამ ყველაფერს, იმის ფიქრს იწყებს, რომ რატომ არ არის მენინგი ამ ისტორიის დიდი ნაწილი, ამიტომ ყურადღების ცენტრში ბრედლი მენინგიც აღმოჩნდა, რომელიც ამ ფილმში ასანჟისთან ერთად მნიშვნელოვან სახეს ქმნის.

გიბნი წარმოაჩენს მენინგის განცდებს, მის მიერ მოპოვებული ინფორმაციის გამო. ის ასევე „გარდიანის“ ჟურნალისტს, ნიკ დეივისსაც მნიშვნელოვან მონაწილედ წარმოადგენს, რომელიც ამ მგრძნობიარე ინფორმაციისგან საკუთარ სტატიებს წერს.

ისევ ნაწყვეტი ფილმიდან: ეს არის მასალა, რომელმაც შეიძლება ადამიანებს ზიანი მიაყენოს. ჯულიანმა თქვა, თუ ავღანელებმა ქვეყნის ოკუპაციას ხელი შეუწყვეს, მაშინ ისინი სიკვდილსაც იმსახურებენ.

ამერიკის ხმასთან გაკეთებულ განცხადებაში, ჟურნალისტი მარკ დევისი, რომელიც ასანჟთან ერთად იყო როდესაც მასთან „ გარდიანი’ თანამშრომლობდა, სხვაგვარ სურათს ხატავს.

ის ამბობს, რომ ყველა, ვინც, იმ ოთახში იმყოფებოდა, მიისწრაფოდა ინფორმაცია ასანჟის შენიშვნების მიუხედავად მაინც გამოექვეყნებინა. ის დასძენს, რომ მასალის გამოქვეყნებამდე სწორედ ასანჟმა, მარტომ ამოიღო 10 ათასი სახელი, რომ ისინი არ გავრცელებულიყო.

ნაწყვეტი ფილმიდან მეხუთე ხელისუფლება: ასანჟი ამბობს: ამ შემთხვევაში ადამიანი სულ ცოტა, საკუთარი თავიდან გამოდის.
თუმცა მიეცით მას ნიღაბი და შემდეგ სიმართლეს ილაპარაკებს.

მორალური მხარის მიუხედავად, ორივე ფილმი მაინც იმ სინამდვილეზე მოგვითხრობს, რომელიც დღევანდელ რეალობაში ინფორმაციის გავრცელების რევოლუციურ გარდატეხას ასახავს.
მომავალი მხოლოდ ახლა იწყება.
XS
SM
MD
LG