ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრედლი მენინგის წინასწარი მოსმენა გაიმართა


ბრედლი მენინგი (ცენტრში)
ბრედლი მენინგი (ცენტრში)

ბრედლი მენინგს ვიკილიქსისთვის საიდუმლო დიპლომატიური მიმოწერის გადაცემაში ედება ბრალი

ამერიკის შეიარაღებული ძალების ისტორიაში ყველაზე მაშტაბური ინფორმაციის გაჟონვის ფაქტში ბრალდებული სამხედრო ანალიტიკოსის, ბრედლი მენინგის საქმის წინასწარი მოსმენა 29 ნოემბერს გაიმართა. მოსმენაზე საპატიმროში მის მდგომარეობას და პირობებს განიხილავდნენ. მენინგმა ჩვენება მისცა იმის თაობაზე, თუ რა შეზღუდვები ჰქონდა დაწესებული მას კუვეიტის სამხედრო ბაზასა და მოგვიანებით ვაშინგტონის მახლობლად, ვირჯინიის შტატში მდებარე კვონტიკოს სამხედრო ბაზაზე.

ჩვენების მიცემა სამ საათს გრძელდებოდა. ყველაზე მძიმედ გადასატან მდგომარეობად ის საპატიმრო კამერაში მარტო ყოფნის ფაქტს ასახელებს.

ბრედლი მენინგს ვიკილიქსისთვის საიდუმლო დიპლომატიური მიმოწერის გადაცემაში ედება ბრალი. ის მზადაა სასამართლოს წინაშე დანაშაული აღიაროს იმის იმედით, რომ სასჯელი შეუმსუბუქდეს. სასამართლოს ამასთან დაკავშირებით გადწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

XS
SM
MD
LG