ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ვიკილიკსის" დამაარსებელი ძებნილად გამოცხადდა


"ვიკილიკსის" დამაარსებელი ძებნილად გამოცხადდა
"ვიკილიკსის" დამაარსებელი ძებნილად გამოცხადდა

შვედეთის უზენაესმა სასამართლომ ვიკილიქსის ვებგვერდის დამაარსებლის ჯულიან ასანჟის წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით სასამართლო საქმე აღძრა და ის ძებნილად გამოაცხადა.

ვიკილიქსი უკვე რამდენიმე ხანია საიდუმლო მასალას აქვეყნებს. ინფორმაციის დიდი ნაწილი, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა, ამერიკელი დიპლომატების კონფიდენციალურ კორესპონდენციას წარმოადგენს.

საიდუმლო მიმოწერაში ამერიკელი დიპოლმატები რუსეთს კორუმპირებულ ქვეყნად, მაფიის მიერ კონტროლირებულ სახელმწიფოდ და კლეპტოკრატიად ახასიათებენ, სადაც პრემიერი პუტინი და კრემლი ცენტრალურ ძალებს წარმოადგენენ.

სახელმწიფო მდივნის მოადგილემ პი ჯეი კროულიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს ვიკილიქსთან დაკავშირებული საქმის გამოძიებას. მისი თქმით, შეერთებული შტატების კანონმდებლობის თანახმად, საიდუმლო ინფორმაციის იმ ადამიანებისთვის გაზიარება, რომლებსაც მასზე სათანადო დაშვება არ აქვთ, სისხლის სამართლის დანაშაულია.

XS
SM
MD
LG